ჰარანის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარანის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 7 მაისი, 1104
მდებარეობა ჰარანიდან ორი დღის სავალი
შედეგი სელჩუკთა გადამწყვეტი გამარჯვება[1]
მხარეები
ანტიოქიის სამთავრო
ედესის საგრაფო
თურქ-სელჩუკები
მეთაურები
ბალდუინ II
ბოემონდ I
ტანკრედი
ჟოსლენ დე კურტენე
ჯიკირმიში
სოკმან ალ-ქუთბი
ძალები
3000 მძიმე კავალერია
9000 ქვეითი და მშვილდოსანი[2]
უცნობია
დანაკარგები
მძიმე უცნობია

ჰარანის ბრძოლა — ბრძოლა ერთის მხრივ ანტიოქიის სამთავროს და ედესის საგრაფოს, ხოლო მეორე მხრივ თურქ-სელჩუკებს შორის. გაიმართა 1104 წლის 7 მაისს. ეს იყო პირველი მთავარი ბრძოლა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ახლადდაარსებული ლათინური ქვეყნების წინააღმდეგ, ნიშანი ფრანკების ექსპანსიის შესაჩერებლად.[3] ჰარანის ბრძოლა დიდი უბედურობა იყო ანტიოქიის სამთავროსთვის, რადგან სელჩუკებმა დაიბრუნეს იმ ტერიტორიების ნაწილი, რაც ჯვაროსნებმა წაართვეს.[4]

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1104 წელს ედესის გრაფმაბალდუინ II-მ შეუტია და ალყს შემოარტყა ჰარანს. შემდგომი წარმატებისთვის ბალდუინი დახმარებას ელოდა ბოემონდ I ანტიოქელისა და ტანკრედ გალილეელსგან. ბოემონდი და ტანკრედი დაიძრნენ ჩრდილოეთით, ანტიოქიიდან ედესისკენ რათა შეერთებოდნენ ბალდუინისა და ჟოსლენ დე კურტენეს. აქ ასევე იყვნენ ბერნარდ ვალენსიელი — ანტიოქიის პატრიარქი, დაიმბერტ პიზელიიერუსალიმის პატრიარქი და ბენედიქტი — ედესის არქიეპისკოპოსი.

სელჩუკები, ჯიკირმიშისმოსულის მმართველის და სოკმან ალ-ქუთბისმარდინის ართუქიდი მმართველის მეთაურობით შეიკრიბნენ მდინარე ხაბურის ახლოს, რას ალ-აითან. 1104 წლის მაისში მათ შეუტიეს ედესას, შესაძლოა იმიტომ, რომ გადაეტანათ ჯვაროსანთა ყურადღება ჰარანიდან და შესაძლოა იმიტომ, რომ მანამდე დაეპყროთ ქალაქი, სანამ ჯვაროსნები დაკავებული იყვნენ ალყით.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბნ ალ-ქალანისის ცნობით ტანკრედი და ბოემონდი ედესის დასახმარებლად გაემართნენ, მაგრამ 1234 წლის ქრონიკის მიხედვით, ისინი პირველები მივიდნენ ჰარანის კარიბჭესთან. ნებისმიერ შემთხვევაში, სელჩუკები ჯვაროსნებისგან შორს წავიდნენ, რათა მოეჩვენებინათ უკან დახევა და ჯვაროსნები მათ გაჰყოლოდნენ.

სელჩუკებმა გაითამაშეს უკან დახევა.. განხორციელდა მცირე დანაყოფებს შორის საბრძოლო შეტაკებები სროლით, მაგრამ ჯვაროსნები აგრძელებდნენ მათ დევნას სამხრეთით. სომეხი ისტორიკოსის — მათეოს ურჰაეცის ცნობით, დევნა გაგრძელდა ორი დღე, ხოლო რაულ დე კაენის ცნობით — 3 დღე.[5] იბნ ალ-ასირის მიხედვით მთავარი ბრძოლა გაიმართა ჰარანიდან 12 კმ-ში.

ისტორიკოსთა უმრავლესობა იზიარებს ალბერტ აახენელისა და ფულჰერი შარტრელის მოსაზრებას, რომ ბრძოლა გაიმართა ქალაქ რაკას მოპირდაპირედ მდებარე ვაკეზე, რომელიც ჰარანიდან ორი დღის სავალზეა.

ბალდუინი და ჟოსლენი მეთაურობდნენ ედესელთა მარცხენა ფრთას, ხოლო ბოემონდი და ტანკრედი ანტიოქელთა მარჯვენა ფრთას.[6] ჯვაროსნები გაუფრთხილებლები აღმოჩნდნენ, როდესაც თურქები საბრძოლველად შებრუნდნენ, იმდენად, რომ ჟოსლენი და ბალდუინი აბჯრის გარეშე ჩაერთნენ ბრძოლაში.

ბრძოლის დროს სრულიად განადგურდა ბალდუინის არმია, ხოლო თვითონ ბალდუინი და ჟოსლენი ტყვედ ჩავარდნენ.[7] ანტიოქიელებმა ბოემონდის მეთაურობით შეძლეს გაქცევა ედესისკენ. ბრძოლის ნადავლი მცირე იყო, ამიტომ ჯიკირმიშმა გამოაპარა დატყვევებული ბალდუინი სოკმანის ბანაკიდან, რათა თვითონ გაეცვალა ფულში. გამოსასყიდი გადაიხადეს და ბალდუინი და ჟოსლენი შესაბამისად გაათავისუფლეს 1108 და 1109 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bernard S. Bachrach and David S. Bachrach, 2005. The Gesta Tancredi of Ralph of Caen: A History of the Normans on the First Crusade. The first English translation. ISBN 0-7546-3710-7
  • Beaumont, André Alden. "Albert von Aachen and the County of Edessa", in Louis J. Paetow, ed. The Crusades and Other Historical Essays. Presented to Dana C. Munro by His Former Students. New York, 1928, pp. 101–138, esp. 124-127.
  • Fulcher of Chartres, A History of the Expedition to Jerusalem, 1095-1127, trans. Frances Rita Ryan. University of Tennessee Press, 1969.
  • Heidemann, Stefan. Die Renaissance der Städte in Nordsyrien und Nordmesopotamien: Städtische Entwicklung und wirtschaftliche Bedingungen in ar-Raqqa und Harran von der beduinischen Vorherrschaft bis zu den Seldschuken. Islamic History and Civilization: Studies and Texts 40, Leiden, 2002, p. 192-197.
  • Jörgensen, Christer (2007), "Harran, 1104." In Battles of the Crusades 1097-1444. Edited by Kelly Devries. London: Amber.
  • Armenia and the Crusades, Tenth to Twelfth Centuries: The Chronicle of Matthew of Edessa. Trans. Ara Edmond Dostourian. National Association for Armenian Studies and Research, 1993.
  • Nicholson, Robert Lawrence. Tancred: A Study of His Career and Work in Their Relation to the First Crusade and the Establishment of the Latin States in Syria and Palestine. Chicago, 1940, pp. 138–147.
  • William of Tyre, A History of Deeds Done Beyond the Sea, trans. E.A. Babcock and A.C. Krey. Columbia University Press, 1943.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. The Crusades By Charles Lethbridge Kingsford, pg. 145
  2. Jörgensen 2007, pg. 60.
  3. The Crusades, C. 1071-c. 1291 By Jean Richard, Jean Birrell, pg. 128
  4. The Story of the Crusades by Thomas Andrew Archer, Charles Lethbridge Kingsford, Henry Edward Watts, pg. 145
  5. Bacharach, p. 164.
  6. Although Ralph of Caen says that Tancred commanded the middle (Bacharach, p. 165)
  7. The Crusades: The Story of the Latin Kingdom of Jerusalem By Thomas Andrew Archer, Charles Lethbridge Kingsford, pg. 145