არტაჰის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტაჰის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 1105
მდებარეობა არტაჰი
შედეგი ჯვაროსნების გამარჯვება
მხარეები
ანტიოქიის სამთავრო თურქ-სელჩუკები
მეთაურები
ტანკრედი რიდვანი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

არტაჰის ბრძოლა — ბრძოლა ანტიოქიის სამთავროსა და თურქ-სელჩუკთა შორის. გაიმართა 1105 წელს, ქალაქ არტაჰთან (ანტიოქიის მახლობლად). ჯვაროსნების მეთაური იყო ტანკრედი, ხოლო თურქებს მეთაურობდა ფახრ ალ-მულკ რიდვანი. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ჯვაროსნები ალეპოს დაემუქრნენ.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1104 წელს ჰარანის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, მდინარე ორონტესის აღმოსავლეთით მდებარე ციხეები და ქალაქები ჯვაროსანთა მიერ მიტოვებული იქნა[1]. ახალი ძალების მოსაბილიზებლად ბოემონდ I ევროპაში გაემგზავრა და ანტიოქიის რეგენტად ტანკრედი დანიშნა. ახალმა ლიდერმა დაიწყო დაკარგული ციხეების და გამაგრებული ქალაქების დაბრუნება.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანკრედი მეთაურობდა არტაჰის ალყას, ანტიოქიიდან 25 მილი (40 კმ). ალყის ხელის შესაშლელად რიდვანი დაიძრა ალეპოდან. ბრძოლაში ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს „მოჩვენებითი უკან დახევით“[2]. ბრძოლის შესახებ ბევრი რამ უცნობია. ამ გამარჯვების შემდეგ, ტანკრედმა გააფართოვა დაპყრობები ორონტესის აღმოსავლეთით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Smail, R. C. Crusading Warfare 1097-1193. New York: Barnes & Noble Books, (1956) 1995. ISBN 1-56619-769-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smail, p 28
  2. Smail, p 78-79