ალ-სანაბრის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-სანაბრის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 28 ივნისი, 1113
მდებარეობა დღევანდელი ალ-სინაბრა (ისრაელი 32°43′04″ ჩ. გ. 35°34′18″ ა. გ. / 32.7179583° ჩ. გ. 35.5718639° ა. გ. / 32.7179583; 35.5718639)
შედეგი სელჩუკთა გამარჯვება
მხარეები
იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო თურქ-სელჩუკები
მეთაურები
იერუსალიმის სამეფოს დროშა ბალდუინ I იერუსალიმელი მავდუდი
თუღთექინი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ალ-სანაბრის ბრძოლა — ბრძოლა ჯვაროსნებსა და თურქ-სელჩუკებს შორის. გაიმართა 1113 წლის 28 ივნისს. იერუსალიმის მეფებალდუინ I დაამარცხა სელჩუკთა სულთნის გამოგზავნილმა არმიამ მოსულელი მავდუდის მეთაურობით.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1110 წელს სელჩუკთა სულთანმა მაჰმედ I-მა ბრძანება გასცა, რომ ჯვაროსნული სახელმწიფოებისთვის შეეტიათ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში. „1110, 1112 და 1114 წლებში, ქალაქი ედესა იყო შეტევის მთავარი ობიექტი; 1113 წელს გალილეაში შეიჭრნენ; ხოლო 1111 და 1115 წლებში ლათინთა იმ პოზიციებზე, რომელიც მდინარე ორონტესიდან აღმოსავლეთით მდებარეობდა, ქალაქების — ალეპოს და შაიზარს შორის“.[1]

1110 წელს ედესაზე მიტანილი იერიში უშედეგო აღმოჩნდა. 1111 წელს მოსულელი მავდუდი მეთაურობდა ჯარს, რომელმაც ბალდუინ I-ს აიძულა უკან დახევა შაიზარის ბრძოლაში. ამის შემდეგ არმიის ლიდერები გაიფანტნენ, რისი მიზეზიც წარმატებების ნაკლებობა და მიმდებარე რაიონების ძარცვის სურვილი იყო. 1112 და 1114 წლების შეტევები ედესაზე ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა. მომდევნო ოთხ წელში ჯვაროსნულმა სახელმწიფოებმა — იერუსალიმის სამეფომ, ანტიოქიის სამთავრომ, ტრიპოლის და ედესის საგრაფოებმა ჯარები გააერთიანეს რათა თავი დაეცვათ.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1113 წელს მავდუდი შეუერთდა დამასკელი თუღთექინი და გაერთიანებულმა არმიამ განიზრახა გადაელახათ იორდანე, გალილეის ზღვის სამხრეთით. ბალდუინ I-მა სელჩუკებს ბრძოლა ალ-სანაბრის ხიდთან გაუმართა. მავდუდმა გამოიყენა უკან დახევის მოსატყუებელი ტაქტიკა, რათა სწრაფად ჩაერთო მისი ჯარები შეტევაში.[2] ჯვაროსანთათვის მოულოდნელი იყო სელჩუკთა მთავარ არმიასთან შეჯახება და ისინი დამარცხდნენ.

გადარჩენილმა ჯვაროსნებმა შეინარჩუნეს ერთობა და დაიხიეს ქვეყნის შიგნით ზღვისკენ, სადაც თავისი ბანაკით გამაგრდნენ. აქ მათი პოზიციები გაძლიერდა ანტიოქიისა და ტრიპოლის დახმარებით, მაგრამ მაინც ინერტულები იყვნენ.[1] ალ-სანაბრის შემდეგ, აგრეთვე დიდი რაოდენობით პილიგრიმი შეუერთდა არმიას.

არ არსებობდა ჯვაროსანთა განადგურების შესაძლებლობა, ამიტომ, სანამ მავდუდი მათ მთავარი არმიით უთვალთვალებდა, მან გაგზავნა მარბიელი ლაშქარი რათა აეოხრებინათ გარეუბნები და დაეპყროთ ქალაქი ნაბლუსი. მოგვიანებით სალადინმა გამოიყენა მავდუდის ტაქტიკა ორ ბრძოლაში: ბელვუარის ციხესიმაგრის ბრძოლა (1182) და ალ-ფულის ბრძოლა (1183). ამ კამპანიებმა აჩვენა, რომ ჯვაროსანთა ჯარებს შეეძლოთ მუსლიმთათვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ არ შეეძლოთ შეეჩერებინათ მათი ასაოხრებელი ლაშქრობები თავის ნათესებისა და ქალაქების წინააღმდეგ.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბოლოოდ, ამ გამარჯვების შემდეგ მავდუდმა ვერ შეძლო დაეპყრო მიწები ხანგრძლივად. იგი მალევე მოკლეს და აქ-სუნქურ ბურსუქმა აიღო 1114 წლის ედესაზე მიტანილი იერიშის მეთაურობა, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.[3] 1115 წლის გაჭიანურებული კამპანიის დროს, როჯერ სალერნოელმა უკანასკნელი სელჩუკთა ლაშქრობა დაამარცხა სარმინის ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. 1.0 1.1 Smail 1995, გვ. 55
  2. Smail 1995, გვ. 79
  3. Smail 1995, გვ. 143