არსუფის ბრძოლა
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|არსუფის ბრძოლა}} |
არსუფის ბრძოლა, ბრძოლა სადაც 1191 წლის 7 სექტემბერს რიჩარდ ლომგულმა სძლია სალადინს.
1191 წელს რიჩარდის მიერ აკრის აღების შემდეგ, სალადინმა დაიწყო უკანდახევა იერუსალიმისაკენ. თავის მხრივ რიჩარდმა, ამავე წლის აგვისტოში დაიწყო სვლა წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. რიჩარდ ლომგული პალესტინის უმნიშვნელოვანესი პორტის იაფას (დღესიათვის თელ-ავივი) გასანთავისუფლებლად მიიწევდა. სალადინმა გადაწყვიტა ჯვაროსანთა ძალები შეეჩერებინა იაფას ჩრდილოეთით პატარა დასახლება არსუფთან სადაც, მისი აზრით ბრძოლის წარმოება ჯვაროსნებს გაუჭირდებოდათ.
ჯვაროსანთა რაზმებმა არსუფს 7 სექტემბერს მიაღწიეს. აქ მათ დახვდათ სალადინის 53 ათასიანი ლაშქარი. ჯვაროსანთა არმია 49 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის იყვნენ ჰოსპიტალიერთა და ტამპლიერთა რაზმებიც. ბრძოლა სალადინის გასაოცრად ჯვაროსანთა შეტევით დაიწყო და მათივე უპირატესობით გაგრძელდა. მეფე რიჩარდი თავდადებულად იბრძოდა. მისი ასეთი ქმედება აისახა ბრძოლის შედეგზეც. სალადინი დამარცხდა.
1191 წლის 10 სექტემბერს გამარჯვებული რიჩარდი პრაქტიკულად უბრძოლველად შევიდა იაფაში. სალადინმა კი დიდი დანაკარგებით იერუსალიმისკენ დაიხია.
სტატიის