ხარკელანი
ხარკელანი, ხერკელაანი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის თემი). მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ალეურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1120 მ, ახალგორიდან 9 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 44 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ არ ცხოვრობს. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 438.