ალეურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 21 კმ |
| აუზის ფართობი | 95 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ალევის ქედი |
| ჩაედინება | ქსანი |
| ქვეყნები | |
ალეურა, მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსნის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 21 კმ, აუზის ფართობი 95 კმ². სათავე აქვს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე საფერშეთის მთის მახლობლად. მიედინება ღრმა და ვიწრო ტყიან ხეობაში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა - გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 290, თბ., 1975 წელი.