გუდაწვერი
გუდაწვერი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მთა ლორწომისკლდის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ალეურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1100 მ, ახალგორიდან დაშორებულია 12 კმ-ით. მოსახლეობა 2002 წლის აღწერით — 13 მცხოვრები. ახალგორის მუნიციპალიტეტი 2008 წლის აგვისტოდან ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ.[1]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 293.