ჯეიმზ ჰატონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჯეიმზ ჰატონი | |
ჯეიმზ ჰატონი (მხატვარი აბნერ ლოუე) |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
ჯეიმზ ჰატონი (ინგლ. James Hutton; დ. 3 ივნისი, 1726, ედინბურგი — გ. 26 მარტი, 1797, იქვე), შოტლანდიელი ბუნებისმეტყველი, ეკოლოგი, გეოლოგი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ჰატონმა საფუძველი ჩაუყარა პლუტონიზმს - მოძღვრებას, რომლის თანახმად დედამიწის გეოლოგიის ისტორიაში წამყვანი როლი ენიჭება მის წიაღში მიმდინარე პროცესებს. დაამტკიცა გრანიტების ინტრუზიული წარმოშობა. შრომაში „დედამიწის თეორია“ (1788) ჰატონმა დედამიწის ისტორია წარმოადგინა როგორც კონტინენტების ნგრევისა და ახალთა წარმოქმნის უსასრულოდ განმეორებადი ციკლური პროცესების ერთობლიობა. მიუთითა წარსულისა და თანამედროვე გეოლოგიური პროცესების მსგავსებაზე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 607, თბ., 1987 წელი.