შხერები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შხერები

შხერები (ნორვ. ckjaer – წყალქვეშა კლდე; შვედ. Skaren) — ძველი კონტინენტური გამყინვარების არეში ზღვებისა და ტბების რთულ დანაწევრებულ ნაპირებთან მდებარე კლდოვანი კუნძულები, რომლებიც დაყოფილია ვიწრო სრუტეებითა და ყურეებით. ზოგჯერ ამოწეულია წყლის ზედაპირზე, ზოგჯერ კი პირიქით, მხოლოდ წყალქვეშ ვრცელდება („ბრმა შხერები“), სადაც ქმნის ვრცელ სარტყელს ზოგიერთი მაღალი კლდოვანი ნაპირების გასწვრივ. შხერები გვხვდება ცივ და ზომიერ სარტყელში. ხშირად განსაკუთრებულად ძლიერ შხერები განვითარებულია ნაპირების გასწვრივ, რომლებიც ფიორდებითაა დანაწევრებული.

კრისტალური ქანებით აგებულ კუნძულებზე მყინვარული დამუშავების კვალი (ვერძის შუბლი) ან მორენული წარმონაქმნებია (დრუმლინი, ოზები, მორენული ბორცვები). სიდიდით კუნძულები რამდენიმე კვ. კმ აღწევს, სიმაღლით რამდენიმე მ-ს, მათი რიცხვი მრავალი ასეულია. შხერები ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის (კანადა), სამხრეთ ამერიკის (პატაგონია) ნაპირების გასწვრივ.

საკმაოდ კარგად მოჩანს იგი თეთრი ზღვის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილშიც. შხერები კარგად მოჩანს აგრეთვე ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, შოტლანდიაში; ასევე გრენლანდიის, ლაბრადორისა და დალმაციის სანაპიროებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]