ლაბრადორის ნახევარკუნძული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლაბრადორის ნახევარკუნძული | |
| მდებარეობა | ჩრდილოეთი ამერიკა |
| აკვატორია | ჰუდსონის ყურე, ჰუდსონის სრუტე, ლაბრადორის ზღვა, წმინდა ლავრენტის ყურე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 1,400,000 კმ² |
| ქვეყანა | |
ლაბრადორის ნახევარკუნძული — ვრცელი ნახევარკუნძული ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადის აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთით მას ერტყმის ჰუდსონის ყურე, ჩრდილოეთით — ჰუდსონის სრუტე, აღმოსავლეთით — ლაბრადორის ზღვა და სამხრეთ-აღმოსავლეთით — წმინდა ლავრენტის ყურე.
ნახევარკუნძულის ფართობი შეადგენს 1 400 000 კმ²-ს, მოსახლეობა კი 150 000 ადამიანს (2006).
1499 წელს, მეფე მანუელ I-მა, ჟუან ფერნანდეს ლავრადორს მისცა უფლლება, გამოეკვლია ეს ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებას მას ტორდესილასის ხელშეკრულება არ აძლევდა. სწორედ მის პატივსაცემად ქვია ნახევარკუნძულს ეს სახელი.