შინდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| შინდი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Cornus | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
შინდი (ლათ. Cornus) — მცენარეთა გვარი შინდისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია. 50-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში. ყირიმსა და კავკასიაში იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი შინდი (ლათ. Cornus mas), რომელიც საქართველოსთვის ხშირი სახეობაა. გვხვდება ზღვის დონიდან 1300 მეტრამდე, მთის ქვედა და შუა სარტყლის ფოთლოვან ტყეებში, უმეტესად ქვეტყის სახით. შინდის მწიფე ნაყოფი მეტწილად მუქი წითელია, მაგრამ არის ყვითელნაყოფა ფორმებიც (ოქროშინდა). სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემო ქვს; ხმარობენ სურავანდის საწინააღმდეგოდ, ნაყოფსა და ფოთოლს ჩაის სუროგატადაც. შინდის მაგარ და მძიმე მერქანს სხვადასხვა ნაკეთობისათვის იყენებენ.
ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. დეკორატიული მცენარეა, აშენებენ ცოცხალ ღობედ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ღვინიაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 5, თბ., 1987 წელი.