ჩვეულებრივი შინდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჩვეულებრივი შინდი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Cornus mas | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ჩვეულებრივი შინდი (ლათ. Cornus mas) — მცენარეთა გვარი შინდისებრთა ოჯახისა. საქართველოს ჭალისა და ვაკის ტყეების, მთებისწინა კალთების, განსაკუთრებით მუხნარებისა და რცხილნარების, დამახასიათებელი მცენარეა. ქვეტყეს ქმნის. ჩვეულებრივ 3-5 მეტრის სიმაღლის ბუჩქია, თავისუფალ ადგილას პატარა, 5-7 მეტრის სიმაღლის ხედ იზრდება.ნაყოფი მრავალნაირი აქვს - ტკბილი, მჟავე, წითელი, იშვიათად ყვითელი. მოყვითალო ფერის შინდს ოქროშინდას ეძახიან. ველურ ჯიშთა შორის გამოყოფილია რამდენიმე სახესხვაობა. გვხვდება ცილინდრული, მუქწითელნაყოფიანი, მსხლისებრ ნაყოფიანი წითელი შვინდი (ლათ. Pyritormis Sanadse), ყვითელნაყოფიანი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში გვ. 324, თბ., 1957