შალჩინინკაის რაიონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რაიონი |
| შედის | ვილნიუსის მაზრა |
| მოიცავს | 13 სამამასახლისო |
| ადმინ. ცენტრი | შალჩინინკაი |
| მსხვილი ქალაქი | შალჩინინკაი, ეიშიშკესი |
| მოსახლეობა (2005) |
38 428 კაცი (28 ადგილი) |
| სიმჭიდროვე | 33,6 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1491 კმ² (15 ადგილი) |
| დროის სარტყელი | +2 |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
შალჩინინკაის რაიონი (პოლ. Soleczniki, ლიტვ. Šalčininkų rajono) - რაიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიტვაში, ვილნიუსის მაზრაში.ყველა მხრიდან გარდა ჩრდილოეთ-დასავლეთისა შემოსაზღვრულია ბელარუსის ტერიტორიით. აქვს დამახასიათებელი მდებარეობა. მისი ტერიტორია წააგავს ყურის ბიბილოს. ვილნიუსის რაიონთან ერთად არის ორიდან ერთ-ერთი რაიონი სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ პოლონელები - 80,4%.
მოსახლეობა [რედაქტირება]
რაიონის მოსახლეობა შეადგენს 38.817 ადამიანი (2001). [1]
ეთნიკური შემადგენლობა:
- პოლონელები 31.223 (80,4%)
- ლიტველები 4.086 (10,5%)
- რუსები 1.948 (5,0%)
- ბელარუსები 1.139 (2,9%)
- უკრაინელები 253 (0,7%)
- ებრაელები 8
- გერმანელები 9
- თათრები 33
- ლატვიელები 13
- ბოშები 105 (0,3%)
უმრავლესობა კათოლიკეა (პოლონელები და ლიტველები), სიდიდით მეორე რელიგიაა მართლმადიდებლობა (რუსები, ბელარუსები, უკრაინელები).
დასახლებული პუნქტები [რედაქტირება]
- 3 ქალაქი – ბალტოიი-ვოკე, ეიშიშკესი და შალჩინინკაი;
- 2 დაბა – დევიანიშკესი და იაშიუნაი;
- 450 სოფელი.
მოსახლეობის რაოდენობა (2001):
- შალჩინინკაი – 6 722
- ეიშიშკესი – 3 765
- იაშიუნაი – 1 879
- ბალტოიი-ვოკე – 1 073
- შალჩინინკაი (სოფელი) – 1 058
- დევიანიშკესი – 916
- ზავიშონისი – 670
- ტურგიალიაი – 663
- შალჩინინკელიაი – 620
- კელიასნიკიაი – 618