ანიკშჩიაის რაიონი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რაიონი |
| შედის | უტენის მაზრა |
| მოიცავს | 10 სამამასახლისო |
| ადმინ. ცენტრი | ანიკშჩიაი |
| მსხვილი ქალაქი | ანიკშჩიაი, კავარსკასი, ტროშკუნაი |
| მოსახლეობა (2007) |
32 637 (36 ადგილი) |
| სიმჭიდროვე | 19,1 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1 765 კმ² (6 ადგილი) |
| დროის სარტყელი | +2 |
| ოფიციალური საიტი | |
ანიკშიაის რაიონი (ლიტვ. Anykščių rajonas) - რაიონი ლიტვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უტენის მაზრაში.
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
ესაზღვრება მოლეტის, პანევეჟისის, უტენის, კუპიშკისის, როკიშკისისა და უკმერგეს რაიონები. ანიკშიაის რაიონის თვითმმართველობის ადმინისტრაციული ცენტრია ანიკშჩიაი. ტყეს უკავია ტერიტორიის 30,7 %, ტორფიანია - 25 %, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოიცავს რაიონის ტერიტორიის 56,8 %-ს. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე შვენტოიი თავისი შენაკადებით:ანიკშტა, იარა, ნევეჟისი, იუოსტა, ვაშინტა. ანიკშიაის ეკუთვნის ასევე 70-მდე ტბა. რაიონის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 194 მეტრია. რაიონის ტერიტორიაზეა ასევე ანიკშიაის რეგიონალური პარკი, ორი ჰიდროგრაფიული, ორი იხთიოლოგიური, ბოტანიკური, გეომორფოლოგიური და ლანდშაფტური ნაკრძალები.
[რედაქტირება] ისტორია
რაიონი დაარსდა 1950 წელს ანიკშიაის, კუპიშკისის და უტენის მაზრის ტერიტორიებზე. მისი ფართობი იყო 823 კმ2. 1953 წლამდე რაიონი შედიოდა ვილნიუსის ოლქში. 1959 წელს რაიონს შეუერთდა ქალაქი ტროშკუნაი და გაუქმებული ტროშკუნაის რაიონის ნაწილი. 1962 წელს კი ქალაქი კავარსკასი და გაუქმებული კავარსკასის რაიონის უდიდესი ნაწილი. 1962-1978 წლებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გადავიდა მეზობელი მოლეტის, პანევეჟისისა და უკმერგეს რაიონების შემადგენლობაში.
[რედაქტირება] მოსახლეობა
2007 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 32 637 კაცს, რომელთა უმრავლესობა ლიტველები არიან (95,8 %), ცხოვრობენ ასევე რუსები - 3, 2 % და პოლონელები - 0,2 %.
[რედაქტირება] დასახლებული პუნქტები
- 3 ქალაქი – ანიკშჩიაი, კავარსკასი და ტროშკუნაი;
- 8 დაბა – ანდრიონიშკისი, დებეიკიაი, კურკლიაი, სკემონისი, სურდეგისი, სვედასაი, ტრაუპისი და ვეშინტოსი.
- 758 სოფელი.
მოსახლეობის რაოდენობა (2001):
- ანიკშჩიაი – 11 958
- სვედასაი– 1 002
- კავარსკასი – 809
- ნაუიეიიი-ელმინინკაი – 696
- ტროშკუნაი – 525
- კურკლიაი – 474
- აჟუოჟერიაი – 452
- დებეიკიაი – 452
- აკნისტოსი – 441
- რაგუვილე – 398
[რედაქტირება] თვითმმართველობა
რაიონი მოიცავს 10 სამამასახლისოს:
- ანდრიონიშკისის (ლიტვ. Andrioniškio seniūnija)
- ანიკშჩიაიის (ლიტვ. Anykščių seniūnija)
- ვეშინტოსის (ლიტვ. Viešintų seniūnija)
- დებეიკიაიის (ლიტვ. Debeikių seniūnija)
- კავარსკასის (ლიტვ. Kavarsko seniūnija)
- კურკლიაის (ლიტვ. Kurklių seniūnija)
- სვედასაის (ლიტვ. Svėdasų seniūnija)
- სკემონისის (ლიტვ. Skiemonių seniūnija)
- ტრაუპისის (ლიტვ. Traupio seniūnija)
- ტროშკუნაის (ლიტვ. Troškūnų seniūnija)