ტრაკაის რაიონი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რაიონი |
| შედის | ვილნიუსის მაზრა |
| მოიცავს | 8 სამამასახლისო |
| ადმინ. ცენტრი | ტრაკაი, |
| მსხვილი ქალაქი | ტრაკაი, ლენტვარისი, რუდიშკესი |
| მოსახლეობა (2005) |
37 003 კაცი (30 ადგილი) |
| სიმჭიდროვე | 30,6 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1 208 კმ² (31 ადგილი) |
| დროის სარტყელი | +2 |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
ტრაკაის რაიონი — რაიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიტვაში, ვილნიუსის მაზრაში.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ტრაკაის რეგიონი განვითარებას იწყებს XIII საუკუნიდან, როცა დიდმა მთავარმა გედიმინასმა ააშენა ძველი ტრაკაის ციხე, შემდეგ კი აშენდა ნახევარკუნძულის სასახლე, კუნძულის სასახლე . ტრაკაის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ლიტვისთვის . აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ლიტველები, პოლონელები, რუსები, თათრები, ებრაელები, ყარაიტები ისტორიულად. XIV საუკუნის შუა წლებში საფუძველი ეყრება ტრაკაის სათავადოს, რომელიც მომდევნო ათწლეულებში ვითარდება. 1413 წლიდან ტრაკაის რაიონის ტერიტორიაზე ტრაკაის სავოივოდო ჩამოყალიბდება. პოლონეთისა და ლიტვის გაერთიანების შემდეგ, 1569 წელს ტრაკაის მნიშვნელობა რამდენადმე შემცირდა. მიუხდავად ამისა, აქ მაინც იქმნება ადგილობრივი ფეოდალური ერთეული სეიმიკი. ტრაკაი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა 1654 და 1667 წლებში რუსეთ-პოლონეთის ომის დროს. 1795 წელს ტრაკაი რუსეთის იმპერიას შეუერთდა და ბოლო მოეღო ტრაკაის კეთილდღეობას. თავისი სილამაზისა და მდიდარი ისტორიის წყალობით ტრაკაი არაერთხელ გამოუსახავთ. დღეს ტრაკაის რეგიონი ისევ არის ლიტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი.
ყველაზე დიდი ქალაქი ტრაკაის რეგიონში არის ლენტვარისი. სხვა დასახლებები არის პალუკნისი, ტრაკუ ვოკე, დუსმენისი, რუდიშკესი.
დასახლებული პუნქტები [რედაქტირება]
- 3 ქალაქი – ლენტვარისი, რუდიშკესი და ტრაკაი;
- 2 დაბა – აუკშტადვარისი და ონუშკისი;
- 440 სოფელი.
მოსხლეობის რაოდენობა (2001):
- ლენტვარისი – 11 773
- ტრაკაი – 5 725
- რუდიშკესი – 2 559
- სენეიი-ტრაკაი – 1 501
- აუკშტადვარისი – 1 031
- პალუკნისი – 742
- ონუშკისი – 584
- ჟაიზდრიაი – 537
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ფოტოგალერეა [რედაქტირება]
-
ეკლესია და მონასტერი ციხის ნანგრევებთან, ძველი ტრაკაი
-
ყარაიტების კენესა
-
ტისცკიევიჩის სასახლე გალვეს ტბის ნაპირას