ყველაფრის გახსენება
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ყველაფრის გახსენება (ინგლ. Total Recall) — რეჟისორ პოლ ვერჰოვენის მიერ 1990 წელს გადაღებული ფანტასტიკური მებრძოლი შერონ სთოუნისა და არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით. ეს არის ფილიპ დიქის ნაწარმოების „მეხსიერების სიღრმიდან“ ეკრანიზაცია. ფილმმა ოსკარი ვიზუალური სპეცეფექტებისათვის მიიღო.
საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]
- აშშ-ში ფილმის შემოსავლებმა $119 400 000 გადააჭარბა, სხვა ქვეყნებში კი $142 000 000.
- თავდაპირველად 80-იანი წლების შუა ხანებში ფილმი უნდა გადაეღო დევიდ კრონენბერგს.
- მთავარი როლის შემსრულებლად თავიდან ჯეფ ბრიჯესი, პატრიკ სვეიზი და რიჩარდ დრეიფუსი განიხილებოდნენ.
- ფილმი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გადაიღეს. მეტროს ცნობილი სცენაც მეხიკოშია გადაღებული, ნაწილი კი ქალაქის სამხედრო აკადემიაში.
- სცენარის თავდაპირველ ვარიანტში, ქუეიდი ბუღალტერი იყო, შემდგომ ის მშენებლად აქციეს.
- შერონ სტოუნმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ბოლომდე ვერ გაიგო მისი გმირი იყო თუ არა შვარცნეგერის გმირის ცოლი.[1]
სტატიის