შერონ სტოუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შერონ სტოუნი

შერონ სტოუნი კანის კინოფესტივალზე 2013 წელს
დაბადების სახელი შერონ ფონ სტოუნი
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1958 (1958-03-10) (66 წლის)
მიდვილი, პენსილვანია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი
აქტიური

მოდელი 1977-1980

მსახიობი 1980-დღემდე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

1995 — კაზინო

შერონ ფონ სტოუნი (ინგლ. Sharon Vonne Stone; დ. 10 მარტი, 1958, მიდვილი, პენსილვანია) — ამერიკელი კინომსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერონ სტოუნი მსოფლიო ვარსკვლავი 1992 წელს პოლ ვერჰოვენის ეროტიკულ თრილერში „ძირითადი ინსტინქტი“ განსახიერებული მთავარი როლით გახდა. მსახიობობამდე სტოუნი მანეკენად მუშაობდა. როდესაც სტოუნი პარიზში იხილეს, ის პიერ კარდენის წამყვან მოდელად იქცა, მას ამ უკანასკნელმა „თეთრი ვარდი“ უწოდა. 80-იანი წლების დასაწყისში სტოუნის ფოტოები ისეთი ჟურნალების გარეკანს ამშვენებდა, როგორებიცაა: „ვოგი“, „ელი“ და „პლეიბოი“.

მისი კინოკარიერა დაიწყო 1980 წელს, როცა მან ვუდი ალენის ფილმში „ვარსკვლავური მტვრის მოგონებები“ ითამაშა. შემდგომში იგი ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა ისეთ ფილმებში, როგორიც იყო „პოლიციის აკადემია 4“, „ჯექსონის ქმედება“ და „სრული დაბნელება“. „ძირითადი ინსტინქტის“ შემდგომ, როდესაც მისი თავბრუდამხვევი კინოკარიერა დაიწყო და რისთვისაც პირველად იქნა წარდგენილი ოსკარზე, შერონ სტოუნს უმთავრესად ეროტიკულ თრილერებში იღებენ, ის 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღირებული მსახიობი ქალი ხდება.

სუპერვარსკვლავად ქცეული სტოუნი ისეთი გრანდების გვერდით ჩნდება, როგორებიცაა რიჩარდ გირი, სილვესთერ სტალონე, უილიამ ბოლდუინი, რობერტ დე ნირო, იზაბელ აჯანი, კეთი ბეიტსი და დასტინ ჰოფმანი. მარტინ სკორსეზეს ფილმში „კაზინო“ დიდებულად შესრულებული როლისათვის იგი „ოქროს გლობუსით დააჯილდოვეს და ოსკარზე წარადგინეს.

1997 წელს სტოუნმა მთავარი როლი შეასრულა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „სფერო“, რამაც კინოკრიტიკოსებსა და მაყურებელთა შორის მორიგი აღიარება მოუტანა. იმავე წელს სტოუნმა გაიცნო გაზეთ „ჩიკაგო ეგზაიმნერის“ რედაქტორი ფილ ბრონშტეინი და ცოლად გაჰყვა. მათ 2003 წელს პატარა ბიჭი იშვილეს, ერთი წლის თავზე კი განქორწინდნენ.

დემი მურისა და ჯულია რობერტსის კვალდაკვალ სტოუნი მსხვილი ჰონორარებით გამოირჩევა ჰოლივუდში, მისი ერთ-ერთი ბოლო კინონამუშევრით, რომელსაც მაყურებელი 1992 წლიდან ელოდა, ძირითადი ინსტინქტის გაგრძელებაში (2006) შესრულებული როლით მან კოლოსალური თანხა 30 მილიონი დოლარი აიღო და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიოში ქალისთვის გადახდილი უმაღლესი ჰონორარით (მთელი 10 მლნ დოლარით გაუსწრო ჯულია რობერტსსა და დემი მურს).

შერონ სტოუნი ჰოლივუდში ყველაზე ინტელექტუალურ მსახიობად მიიჩნევა, მისი ინტელექტის კოეფიციენტი 154-ს აღემატება, რითიც ალბერტ აინშტაინის იმავე მაჩვენებელს უტოლდება. რამდენიმე ჟურნალის გამოკითხვის თანხმად, შერონ სტოუნი მსოფლიოში ულამაზეს ქალად სახელდება.

1999 წლიდან შერონ სტოუნი მეტწილად ინტელექტუალური ხასიათის ფილმებში ჩნდება. „გლორიაში“ განსახიერებულმა მთავარმა როლმა მას მორიგი ოქროს გლობუსი მოუტანა. ფილმისათვის „ძლევამოსილი“ ის კიდევ ერთხელ იქნა ოქროს გლობუსზე წარდგენილი. 2000 წლის შემდეგ მან რადიკალურად შეცვალა შესრულების მანერა, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 48 წლის ასაკში (2006 წელს) კვლავინდებურად შეუძლია სექს-დივას როლის გასახიერება.

სტოუნი თავისუფალ დროს, ძირითადად, შვილის აღზრდას, საქველმოქმედო საღამოების მოწყობას და მხატვრული ლიტერატურის კითხვას უთმობს. სტოუნი ხშირი სტუმარია მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ტელეარხის თოქ-შოუებისა. 90-იანი წლებიდან შერონ სტოუნი ხშირი სტუმარია სილამაზის კონკურსებისა და ახალგაზრდა მსახიობთა მიერ მოწყობილი თეატრალური დადგმებისა. მსახიობი შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციას უდგას სათავეში და წელიწადში რამდენიმეჯერ აწყობს საქველმოქმედო საღამოებს აივ-ინფიცირებულთა დასახმარებლად თანხების მოზიდვის მიზნით.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1980 ვარსკვლავური მტვრის მოგონებები Stardust Memories გოგონა მატარებელში
1981 სასიკვდილო კურთხევა Deadly Blessing ლანა მარკუსი
1984 შეუთავსებელი სხვაობანი Irreconcilable Differences ბლეიკ ჩენდლერი
1985 მეფე სოლომონის განძი King Solomon's Mines ჯესი ჰასტონი
1987 ალან ქუოთერმანი და დაკარგული ოქროს ქალაქი Allan Quatermain and the Lost City of Gold ჯესი ჰასტონი
1987 პოლიციის აკადემია 4: მოქალაქეები პატრულში Police Academy 4: Citizens on Patrol კლერ მეტსონი
1987 ცივი ფოლადი Cold Steel კეთი კონორსი
1988 კანონზევით Above the Law სარა ტოსკანი
1988 დაქოქილი ჯექსონი Action Jackson პატრის დელაპლანი
1989 ვარსკვლავებს მიღმა Beyond the Stars ლორი მაკალი
1989 სისხლი და ქვიშა Blood and Sand დონა სოლი
1990 ყველაფრის გახსენება Total Recall ლორი ქუაიდი
1991 კაცმა თქვა, ქალმა თქვა He Said, She Said ლინდა მეცგერი
1991 მაკრატელი Scissors ენჯი ანდერსონი
1991 იარაღის წელიწადი Year of the Gun ელისონ კინგი
1991 მკვლელის დღიური Diary of a Hitman კიკი
1991 სადაც ძაღლის თავია დამარხული Where Sleeping Dogs Lie სერენა ბლეკი
1992 ძირითადი ინსტინქტი Basic Instinct კეთრინ ტრემელი
1993 უკანასკნელი მოქმედების გმირი Last Action Hero კეთრინ ტრემელი
1993 ნაფოტი Sliver კარლი ნორისი
1994 გზაჯვარედინი Intersection სალი ისტმენი
1994 სპეციალისტი The Specialist მეი მურო
1995 სწრაფი და მკვდარი The Quick and the Dead ელენი
1995 კაზინო Casino ჯინჯერ მაკენა
1996 უკანასკნელი ცეკვა Last Dance სინდი ლიგეტი
1996 ეშმაკეულნი Diabolique ნიკოლ ჰორნერი
1998 სფერო Sphere ელიზაბეთ ჰელპერინი
1998 ძლევამოსილი The Mighty გვენ დილონი
1999 გლორია Gloria გლორია
1999 მუზა The Muse სარა ლიტლი
1999 სიმპათიკო Simpatico როზი კარტერი
2000 ნამსხვრევების აკრეფა Picking Up the Pieces კენდი კოვლი
2000 ლამაზმანი ჯო Beautiful Joe ელის მესონი
2003 ცივი ნაკადულების მამული Cold Creek Manor ლეა ტილსონი
2004 ქალი კატა Catwoman ლორელ ჰედერი
2005 დამსხვრეული ყვავილები Broken Flowers ლორა დენიელს მილერი
2006 ალფა ძაღლი Alpha Dog ოლივია მაზურსკი
2003 ძირითადი ინსტინქტი 2 Basic Instinct 2 კეთრინ ტრემელი
2013 ლოველასი Lovelace დოროთი ბორემანი
2014 უიღბლო ჟიგოლო Fading Gigolo დოქტორი პარკერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: