წითელი ღვია, ფანქრის ხე (ლათ.Juniperus oxycedrus) — პატარა ხე ან ბუჩქი კვიპაროზისებრთაოჯახისა. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, გვხვდება კავკასიასა (ძირითადად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში) და ყირიმში. იზრდება მშრალ და კლდოვან ფერდობებზე, ქსეროფიტულ მეჩხერ ტყესა და ბუჩქნარში მთის შუა სარტყელამდე. აქვს მოწითალო, მაგარი, მკვრივი მერქანი, რომელსაც სახარატო და სადურგლო საქმეში, ფანქრის დასამზადებლად იყენებენ. მერქნიდან მიღებულ ზეთს საქონლის სამკურნალოდ ხმარობენ. წიწვი შეიცავს ვიტამინებს და ეთეროვან ზეთს. გამოიყენება მშრალი ადგილების გასამწვანებლად.