კვიპაროზისებრნი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვიპაროზისებრნი
Sequoiadendron giganteum
Sequoiadendron giganteum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: შიშველთესლოვნები
ოჯახი: კვიპაროზისებრნი
ლათინური სახელი
Cupressaceae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


კვიპაროზისებრნი (Cupressaceae), შიშველთესლოვან წიწვოვან მცენარეთა ოჯახი. ბუჩქები ან ხეებია. აქვთ ქერქლისებრი ან ნემსისებრი ფოთლები (წიწვები). მამრობითი გირჩა პატარა და მოკლე ყლორტის წვერზე ზის. მწიფე გირჩა გახევებულია, იშვიათად ხორცოვანი და კენკრას წააგავს. მტვრის მარცვლებს არა აქვს საჰაერო პარკი. ოჯახში თავმოყრილია 20 გვარის 145 სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროში. ბაღებსა და პარკებში მოშენებულია კვიპაროზი, ღვია, ბიოტა და სხვა. მათ მერქანს იყენებენ ავეჯის წარმოებაში, სადურგლო და სახარატო საქმეში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 497, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები