უტრეხტის უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
უტრეხტის უნივერსიტეტი (ნიდერლ. Universiteit Utrecht) მდებარეობს ნიდერლანდში, ქალაქ უტრეხტში. იგი ნიდერლანდის ერთ-ერთი უძველესი და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტია. დაარსდა 1636 წლის 26 მარტს. 2008 წელს უნივერსიტეტს ჰყავდა 29 082 სტუდენტი და 8 614 თანამშრომელი, რომელთაგან 570 სრული პროფესორია. ამავე წელს, უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენდა 715 მილიონ ევროს.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
ცალკეული რეიტინგების მიხედვით უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა ნიდერლანდში, მე-9 ადგილზე ევროპაში, ხოლო მსოფლიოში 47-ე ადგილზე.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
უტრეხტის უნივერსიტეტის სლოგანია „Sol Iustitiae Illustra Nos“, რაც ნიშნავს „სამართლიანობის მზე დაგვნათის თავს“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
|
|||||