ურჰო კეკონენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურჰო კალევა კეკონენი

ურჰო კალევა კეკონენი (ფინ. Urho Kaleva Kekkonen; დ. 3 სექტემბერი, 1900, პიელავესი – გ. 31 აგვისტო, 1986 ჰელსინკი) — ფინეთის მერვე პრეზიდენტი.

არა სსრკ-ში მცხოვრები ერთადერთი სახელმწიფო მეთაური, რომლის შესახებაც არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ იგი იყო სუკის მიერ გადმობირებული. მაგრამ, დასავლეთში გაქცეული სუკის აგენტის გორდიევსკის აზრით, სუკ-ში უბრალოდ არ სურდათ აღიარება, რომ კეკონენი საკუთარ პოლიტიკას ატარებდა და გულხურვალე ფინელ პატრიოტად რჩებოდა. ეს იმით მტკიცდება, რომ ფინეთის უსაფრთხოების სამსახურმა მთელი რიგი საბჭოთა აგენტები ამხილა. იმის მიუხედავად, რომ კეკონენმა მოახერხა ძლევამოსილ საბჭოთა სპეცსამსახურთან კონტაქტის შენარჩუნება, ამან არც ფინეთის ეროვნულ ინტერებს მოუტანა ზიანი, არც მის პირად იმიჯს. მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა: თუკი პირველი არჩევნები მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით მოიგო, 1978 წლის არჩევნებზე ხმათა 82% მიიღო.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა კაიანის გიმნაზიასა და ჰელსინკის უნივერსიტეტში.

  • 1926 წელს დაამთავრა ჰელსინკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი .
  • 1926 წლიდან წევრი, 1956 წლამდე პარტია ქრისტიანთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი.
  • პარლამენტის წევრია 1934 წლიდან. 1936 წლიდან მინისტრია არაერთხელ: მათ შორის, 1952—1953,1954 საგარეო საქმეთა მინისტრი, 1950—1956 პრემიერ-მინისტრი. 1936—1937 იუსტიციის მინისტრი, 1937—1939 შს მინისტრი.
  • 1956 წლიდან ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. პაასიკივისთან ერთად ატარებდა პოლიტიკას, რომელსაც დასავლეთში "ფინეთიზაცია"–ს უწოდებდნენ: სუვერენიტეტის ნაწილობრივი დათმობა (პოლიტიკური ნეიტრალიტეტი) და სსრკ-სთან მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის კავშირების დამყარება.
  • 1963 წლის მაისში გამოვიდა ჩრდილოეთ ევროპის უბრთვო ზონად გადაქცევის ინიციატივით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: