კაინუუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
კაინუუ
Kajanaland
დროშა გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
ადმ. ცენტრი კაიაანი
კოორდინატები 64°30′00″ ჩ. გ. 28°00′00″ ა. გ. / 64.50000° ჩ. გ. 28.00000° ა. გ. / 64.50000; 28.00000
დაარსდა 2009
ფართობი 24 452.85 ათ. კმ²
მოსახლეობა 85 000 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 3.4 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი kainuu.fi

კაინუუ (შვედ. Kajanaland) – ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი. ესაზღვრება ჩრდილოეთ ოსტრობოტნიის, ჩრდილოეთ კარელიისა და ჩრდილოეთ სავონიის რეგიონები. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია. ადმინისტრაციული დედაქალაქია კაიაანი.

2005 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 85 000 ადამიანს შეადგენს, მაგრამ ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდება. კაინუუსათვის დამახასიათებელ ლანდშაფტს წარმოადგენს ტყეებით დაფარული გორაკები, ტბები, ფართო და დაუსახლებელი ტყეები, რომლებიც რეგიონის ტერიტორიის 95%–ს შეადგენს. კლიმატი კონტინენტურია.

რეგიონის ადგილობრივ მოსახლებას მონადირე–მეთევზე სამის ხალხი წარმოადგენდა. XVII საუკუნეში, ფინეთის გენერალ–გუბერნატორმა პერ–ბრაჰემ, მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის მიზნით, რეგიონის მცხოვრებლები ან ვინც მომავალში დასახლდებოდა, ათი წლის განმავლობაში გადასახადებისგან გაათავისუფლა. რეგიონის ფინელი ფერმერებით დასახლება კი მართლაც აუცილებელი იყო, რადგან არეალს აღმოსავლეთიდან დიდი საფრთხე ემუქრებოდა რუსეთის სახით.

რეგიონის მოსახლეობის ამჟამინდელი კლების მიზეზი ტრადიციული სოფლის მეურნეობაა, რომელიც არამომგებიანია. მოსახლეობის მხოლოდ 8%–ია დაკავებული მრეწველობაში.

დედაქალაქ კაიაანის სიახლოვეს მდებარეობს ფინეთის თავდაცვითი ძალების ბაზა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]