მაუნო კოივისტო
| მაუნო კოივისტო | ||
| ფინეთის მე–9 პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 27 იანვარი 1982 – 1 მარტი 1994 | ||
| წინამორბედი | ურჰო კეკონენი | |
| მემკვიდრე | მარტი აჰტისაარი | |
|
|
||
| დაბადებული | 25 ნოემბერი 1923 ტურკუ ფინეთი |
|
მაუნო კოივისტო (ფინ. Mauno Henrik Koivisto, დ. 25 ნოემბერი 1923 ტურკუ, ფინეთი) — ფინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი 1956 წლიდან.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა 1923 წელს ქალაქ ტურკუში, მეთევზის ოჯახში. სსრკ-ფინეთის ომის (ე. წ. ზამთრის ომი, 1939–1940) დროს მუშაობდა სახანძრო დაცვაში, ხოლო ე. წ. ომი გაგრძელების დროს (1941–1944) მსახურობდა არმიაში უმცროსი სერჟანტის წოდებით.
1947 წელს კოივისტო გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. 1966-1967 და 1972 წწ. იყო ფინანსთა მინისტრი, ხოლო1968-1970 და 1979-1981 წწ. იყო ფინეთის პრემიერ–მინისტრი.
1982 წელს ურჰო კეკონენის გადადგომის შემდეგ გახდა ფინეთის პრეზიდენტი და ქვეყანას მართავდა 12 წელი, 1994 წლის 1 მარტამდე. პრეზიდენტობის დასაწყისში იგი ატარებდა ურჰო კეკონენის პოლიტიკას, მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაიწყო დასავლური კურსის გატარება.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||