ტარია ჰალონენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარია კაარინა ჰალონენი
ტარია კაარინა ჰალონენი
ფინეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი 2000 – 1 მარტი, 2012
წინამორბედი მარტი აჰთისაარი
მემკვიდრე საული ნიინისტე

დაბადებული 24 დეკემბერი 1943
ჰელსინკი ფინეთი
რელიგია პროტესტანტი

ტარია კაარინა ჰალონენი (დ. 24 დეკემბერი, 1943, ქალაქი ჰელსინკი, ფინეთი), ფინეთის პირველი ქალი პრეზიდენტი. პროფესიით ადვოკატი. მშობლიური ფინურის გარდა ფლობს შვედურ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

სექციების სია

კარიერა[რედაქტირება]

საპრეზიდენტო კარიერა[რედაქტირება]

ფინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 2000 წლის 16 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა ტარია ჰალონენის კანდიდტურა. არჩევნების პირველ ტურში, რომლის 7 კანდიდატიდან 4 ქალი იყო, ტარიამ მიიღო ხმების 40 %, ხოლო მისმა უახლოესმა კონკურენტმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ესკო აჰომ 34,4 %. 6 თებერვლის მეორე ტურში კი ქალბატონმა ტარიამ მიიღო ხმების 51,6 %. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღო მონაწილეობა და კვლავ მეორე ტურის საშუალებით (ხმათა 51,6 %) დაამარცხა საულ ნიინისტო. 2005 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

ოჯახი[რედაქტირება]

ქალბატონი ტარია მეორედაა გათხოვილი. მისი მეუღლეა მასზე 5 წლით უმცროსი პენტი არაიარვი. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ანა, რომელიც სწავლობს საერთაშორისო პოლიტიკას კენტის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) და ცხოვრობს მამამისთან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
მარტი აჰტისაარი
ფინეთის პრეზიდენტი

20002012
შემდეგი:
საული ნიინისტე