იუჰო კუსტი პაასიკივი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუჰო კუსტი პაასიკივი

იუჰო კუსტი პაასიკივი (ფინ. Juho Kusti Paasikivi, დაბადებისას იუჰან გუსტავ ჰელსტენი შვედ. Johan Gustaf Hellstén; დ. 27 იანვარი 1870, ტამპერე - გ.14 დეკემბერი, 1956, ჰელსინკი; ფინეთი) — ფინელი პოლიტიკური მოღვაწე, განათლებით იურისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1903-1913 და 1917-1918 წლებში ძველფინური პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებში შედიოდა. 1907-1913 წლებში იყო ფინეთის სეიმის დეპუტატი. 1903-1914 წლებში — სახელმწიფო ხაზინის მთავარი დირექტორი, 1914-1934 წლებში კი ბანკ „კანსალის-ოსაკე-პანკის“ გენერალური დირექტორი. 1918 წლის მაისიდან ნოემბრამდე ეკავა ფინეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ხელმძღვანელობდა ფინეთის დელეგაციას ფინეთ-საბჭოთა კავშირის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლის შედეგადაც 1920 წლის 14 ოქტომბერს ტარტუს სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. 1940 წლის 13 მარტს კი მოსკოვის საზავო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც (1939-1940) ზამთრის ომი დასრულდა. 1944 წელს ისევ ფინეთის პრემიერ-მინისტრია, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა-გაუმჯობესების კურსი აიღო. საბჭოთა კავშირის ზეწოლით იძულებული შეიქმნა ფინეთის მთავრობის შემადგენლობაში კომუნისტური პარტიის წევრი მიეღო, რაც მანამდე სახელმწიფოს ისტორიაში არ მომხდარა.

1946 წლის 11 მარტს პაასიკივიმ გუსტავ მანერჰაიმი შეცვალა ფინეთის პრეზიდენტის პოსტზე. 1954 წელს პაასივიკი ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. 1956 წელს უარი თქვა საკუთარი კანდიდატურის საპრეზიდენტო პოსტზე მეორეჯერ წარდგენაზე. იმავე წელს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: