რისტო რიუტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
რისტო რიუტი (ფინ. Risto Heikki Ryti დ. 3 თებერვალი, 1889 ჰუიტიენენი ფინეთი - გ. 25 ოქტომბერი, 1956 ჰელსინკი ფინეთი) — ფინელი პოლიტიკური მოღვაწე.
ბიოგრაფია[რედაქტირება]
განათლებით იურისტი. ფინეთის პარლამენტის დეპუტატი ეროვნულ-პროგრესული პარტიისა და ჰელსინკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 1921-1924 ფინეთის ფინანსთა მინისტრი, 1925-1939 ფინეთის ბანკის თავმჯდომარე.
1939 წლის 1 დეკმებრიდან 1940 წლის 19 დეკემბრამდე ფინეთის პრემიერ-მინისტრი. 1940 წლის 19 დეკმებრიდან 1944 წლის 4 აგვისტომდე ფინეთის პრეზიდენტი. მისი მმართველობის პერიოდს ორი ომი - ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომი (1939-1940) და მეორე მსოფლიო ომი ანუ "ომი გაგრძელება" (1941-1944) დაემთხვა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- Finnish Literature Society, Biographical Centre: Ryti, Risto (1889 - 1956) covered by Martti Turtola
- Helsingin Sanomat: A silent president has his say
|
|||||||