ურუბამბა (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურუბამბა
Rio Urubamba.jpg
ქვეყნები პერუს დროშა პერუ
სიგრძე 725 კმ

ურუბამბა (ესპ. Urubamba) – მდინარე პერუს ცენტრალურ ნაწილში.

სიგრძე 725 კმ. სათავეს იღებს ცენტრალური ანდების წყალგამყოფ მასივზე ვილკანოტას სახელწოდებით. იგი ტიპიური მთის მდინარეა ჭორომებით და ჩანჩქერებით. მიედინება ღრმა კანიონში, ერთვის მდინარე აპურიმაკს (ტამბო). მდინარის ხეობაში მდებარეობს მაჩუ-პიკჩუ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]