ტასილინ-აჯერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტასილინ-აჯერის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Tassili rocks.jpg
ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
ტიპი შერეული
კრიტერიუმები i, iii, vii, viii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 25°10′00″ ჩ. გ. 8°10′00″ ა. გ. / 25.16667° ჩ. გ. 8.16667° ა. გ. / 25.16667; 8.16667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 179
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ტასილინ-აჯერი (არაბ. طاسيلي ناجر) — მთათა სისტემა საჰარის უდაბნოში. წარმოადგენს ალჟირის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლიბიის, მალის და ნიგერის საზღვართან მდებარე ვრცელ პლატოს, რომლის ფართობიც 72 000 კმ²-ს შეადგენს. ტერიტორია გამოირჩევა მხატვრობების, გრავიურების და სხვა პრეისტორიული ნაშთების განსაკუთრებული სიმრავლით. ძვ. წ. 10 000 წლიდან ახალი წელთაღრციხვის დასაწყისამდე ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხებმა დატოვეს უამრავი არქეოლოგიური ნაშთი - საცხოვრებლები, სამარხები და ზღუდეები, რომლებიც უხავდაა შემკული ქვისა და კერამიკის მასალებით. აქ ასევე ხშირია კლდის მხატვორბა, რომელთა აღმოჩენამას 1933 წელს, ტასილი მთელს მსოფლიოს გააცნო. ნაპოვნია ასევე 15 000 გრავიურა.

მასივის უახლოესი ქალაქია მისგან 10 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჯანეტი. მთის მასივის უდიდესი ნაწილი, რომელიც კვიპაროზებსა და არქეოლოგიურ ძეგლებს მოიცავს, დაცულია ეროვნული პარკის, ბიოსფერული ნაკრძალისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით, მას ტასილინ-აჯერის ეროვნულ პარკს უწოდებენ.

არეალი გეოლოგიისა და ესთეტიკის დიდი ინტერესის საგანია: სხვადასხვა გეოლოგიური ფორმაციებისა და ეროზირებულ ქვიშაქვის „კლდის ტყეების" პანორამა მთვარის ზედაპირს წააგავს.

ტასილინ-აჯერის ეროვნული პარკის მდებარეობა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 179
რუს.ინგლ.ფრ.