ტიმგადი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიმგადი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Timgad Trajan.jpg
ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 35°29′03″ ჩ. გ. 6°28′07″ ა. გ. / 35.48417° ჩ. გ. 6.46861° ა. გ. / 35.48417; 6.46861
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 194
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 194
რუს.ინგლ.ფრ.

ტიმგადი (არაბ. تيمقاد‎) — ძველრომაული კოლონიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში, რომელიც ახ. წ. I საუკუნეში იმპერატორმა ტრაიანემ დააარსა. მისი სრული სახელწოდება იყო Colonia Marciana Ulpia Traiana Thamugadi. ტრაიანემ ქალაქი დედამისს - მარისას, მამამისს - მარკუს ულპიუს ტრაიანუსს და უფროს დას - ულპიუს მარსიანას უსახსოვრა.

უძველესი ქალაქი დღეისათვის თანამედროვე ალჟირის ტერიტორიაზე, ქალაქ ბანტადან 35 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს. ნანგრევები იმ მხრივაა განსაკუთრებით საყურადღებო, რომ ის წარმოადგენს ორთოგონალური გეგმის საუკეთესო ნიმუშს არსებულებს შორის, რომელიც გამოიყენებოდა რომაულ ქალაქგეგმარებაში.

ტრაიანეს განზრახვით, ქალაქი უნდა ყოფილიყო ახლომდებარე ორესის მთბში მცხოვრები ბერბერების საწინააღმდეგო ბასტიონი. თავდაპირველად ის რომის არმიის პართიელი ვეტერანებით დასახლდა, რომლებმაც რამდენიმე წლის უფლებით მიწები მიიღეს სარგებლობაში.

არსებობის პირველი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ტიმაგდი მშვიდობიანად ცხოვრობდა. III საუკუნეში აქ ქრისტიანული აქტივობები იწყება, IV საუკუნეში კი დონატიზმის ცენტრი ხდება.

V საუკუნეში ქალაქი ვანდალებმა დაიპყრეს, რის შემდეგაც მალევე დაკნინდა. 535 წელს ის ბიზანტიის გენერალმა სოლომონმა დაიპყრო. მომდევნო საუკუნეში ის ხელახლა სახლდება და ხდება ქრისტიანული ქალაქი, VII საუკუნეში კი ბერბერები ოპყრობენ, მცირე ხანში კი მიტოვებული რჩება.

იმის გამო, რომ VII საუკუნის შემდეგ ნაქალაქარზე ახალი დასახლებები აღარ ყოფილა, ის კარგად შემოინახა დაახლოებით ერთი მეტრის სისქის ქვიშამ; ამ ტერიტორიაზე საჰარის შეჭრა გახდა ძირითადი მიზეზი ნანგრევების ჩვენს დრომდე ასე კარგად შემონახვისა.

VII საუკუნეში ბერბერების მიერ ხელყოფის შემდეგ, ტიმგადი ისტორიის ფურცლებიდან გაუჩინარდა 1881 წლამდე, როდესაც ის გათხრების შედეგად კვლავ აღმოაჩნიეს.

1982 წლიდან, ტიმგადის ნაქალაქარი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]