აჰაგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰაგარი
კოორდინატები: 23°17′20″ ჩ. გ. 05°32′01″ ა. გ. / 23.28889° ჩ. გ. 5.53361° ა. გ. / 23.28889; 5.53361
ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
უმაღლესი წერტილი თაჰათი
სიმაღლე 2918 
აჰაგარი — ალჟირი
აჰაგარი

აჰაგარი, აჰაგარის მთიანეთი (არაბ. جبال هقار) — მთის მასივი ცენტრალურ საჰარაში, ალჟირში. შედგება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმული ბრტყელმწვერვალებიანი საფეხურებისებრი ქედებისაგან, რომელთა საშუალო სიმაღლეა 800 მ და ბაზალტური პლატოებისაგან, რომელთა საშუალო სიმაღლეა 2000 მ და რომელზედაც აღმართულია ვულკანური კონუსები, რომელთა შორის გამოიყოფა მწვერვალი თაჰათი (2918 მ). აჰაგარი საფუძველში აგებულია კემბრიუმამდელი ქანებით, კერძოდ გრანიტებით, გნაისებითა და ფიქლებით, რომლებთანაც დაკავშირებულია ურანის, პლატინის, ალმასის, ნიკელისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულების ბუდობები. ჩრდილოეთიდან და სამხრეთისაკენ მთიანეთი შემოსაზღვრულია პალეოზოური ასაკის ქვიშაქვებიანი კუესტებით (ტასილი). კლიმატი მთა-უდაბნოს ტიპისაა, მწვერვალებზე ზამთარში იცის თოვლი. ნალექები 100 მმ-ზე ნაკლები წელიწადში. მუდმივი ზედაპირული ჩამონადენი მხოლოდ უადების ზემოთებშია, სადაც არის მეტად ხშირი ბალახოვანი საფარველი, გვხვდება ცალკეული ხეები და კორომები, მათ შორის კვიპაროზი, მირტი, პალმები, აკაცია. აჰაგარში ბინადრობს მუფლონი, გეპარდი, ლომი. ძირითადად მომთაბარე მოსახლეობა მეტწილად მისდევს მესაქონლეობას. 1500 მ სიმაღლემდე იშვიათ ოაზისებში განვითარებულია მიწათმოქმედება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]