მზაბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მზაბის ხეობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Ghardaia.jpg
ქალაქი ღარდაია
ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 32°29′14″ ჩ. გ. 3°40′53″ ა. გ. / 32.48722° ჩ. გ. 3.68139° ა. გ. / 32.48722; 3.68139
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 188
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 188
რუს.ინგლ.ფრ.

მზაბი (არაბ. مزاب‎) — რეგიონი ჩრდილოეთ საჰარაში, ალჟირის ადმინისტრაციულ ერთეულ გარდაიის ვილაიეთში. მდებარეობს დედაქალაქ ალჟირიდან 500 კმ-ით სამხრეთით. 2005 წელს , მისი მოსახლეობა 360 000 ადამიანს შეადგენდა. გეოლოგიურად მზაბი კირქვის პლატოს წარმოადგენს, რომელიც ვადი-მზაბის ხეობის გარშემოა განფენილი.

ამ არეალში ცხოვრობდნენ ბერბერების ერთ-ერთი შტოს, ზენატას განშტოება - მოზაბიტის ხალხი. მზაბის ხეობასა და მის გარშემო აღმოჩენილია მათი დამწერლობის არაერთი გრავირებული ნიმუში.

ისლამური დაპყორბის შემდეგ, მოზაბიტები მუსლიმანები, მუტაზილის სკოლის მიმდევრები გახდნენ. რუსტამიდის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, მისმა სამეფო ოჯახმა ზოგეირთ თავიანთ მოქალაქესთან ერთად თავშესაფრად მზაბის ხეობა აირჩია. რუსტემიდები იბადის ისლამის მიმდევრები იყვნენ, ამიტომ მათ მოქადაგე გამოიყენეს, რომელმაც წარმატებით მოაქცია ადგილობრივი მოზაბიტები მათ მიმდინარეობაზე.

1830 წელს, ოსმალეთის იმპერიას ალჟირი საფრანგეთმა წაართვა, მაგრამ მზაბის ანექსია მხოლოდ 1882 წელს შეძლო. საფრანგეთის შემადგენლობაში ის 1962 წლამდე, ალჟირის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რჩებოდა. მზაბის მთავარი ქალაქი და დედაქალაქია ღარდაია. ასევე აქ მდებარეობს ბერბერული ისლამის ყველაზე წმინდა ქალაქი ბენო-ისგუენე.

მზაბის დასახლებების არქიტექტურა დაპროექტებულია თანასწორუფლებიანი კომუნალური ცხოვრების გათვალისწინებით. შენობები ლიბიურ-ფინიკიური სტილისაა, რაც ზოგადად ბერბერული სტილისთვისაა დამახასიათებელი და გავრცელებულია საჰარის სხვა ნაწილებშიც.

1982 წელს მზაბის ხეობა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც ხელუხლებელი მაგალითი ადამიანთა ტრადიციული საცხოვრებლისა, რომელიც იდეალურადაა მორგებული ბუნებრივ გარემოს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მზაბი&oldid=2398173“-დან