კასბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალჟირის კასბა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Algeri01.jpg
ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 36°47′00″ ჩ. გ. 3°03′37″ ა. გ. / 36.78333° ჩ. გ. 3.06028° ა. გ. / 36.78333; 3.06028
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1992  (მე-16 სესია)
ნომერი 565
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 565
რუს.ინგლ.ფრ.

კასბა (არაბ. قصبة, ციტადელი) — ციტადელი და მის გარშემო განვითრებული ტრადიციული უბანი ალჟირის დედაქალაქ ალჟირში. ზოგადად, კასბა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოთა ქალაქების კედელშომორტყმულ ციტადელს ეწოდება. ალჟირის კასაბა 1992 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ალჟირის კასბა უძველეს ქალაქ იკოსიუმის ადგილას დაარსდა. წარმოადგენს გორაკზე მდებარე პატარა ქალაქს, რომელიც ზღვისკენ ეშვება და ორ ნაწილად იყოფა: მაღალი ქალაქი და დაბალი ქალაქი. განლაგებულია რამდენიმე XVII-XVIII საუკუნეების რამდენიმე მეჩეთი, მათ შორის კეტშავას მეჩეთი (1794 წ) ორი მინარეთით, ელ-ჯედიდის მეჩეთი (1660 წ), რომელიც გამოირჩევა ერთი დიდი, კვერცხისებური გუმბათით სხვა ოთხ პატარა გუმბათს შორის, ასევე ელ-კებირისა და ალი-ბეტშნინის მეჩეთები.

კასბა გადამწყვეტ როლს თამაშობდა ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში (1954–1962). ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მიერ აქ ისახებოდა სამოქმედო გეგმები და ამბოხებები, მათთვის ასევე ის იყო ყველაზე მშვიდობიანი ადგილი, სადაც გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს ფრანგი მოქალაქეებისა და ალჟირში მყოფი აგენტების წინააღმდეგ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კასბა&oldid=2398172“-დან