რუსაანთუბნის წმინდა ანდრიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსაანთუბნის წმინდა ანდრიას ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსაანთუბნის ჩრდილოეთით, ფერდობზე, მუხნარში, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანის დასაწყისით. დაზიანებულია.

ეკლესია დარბაზულია (12 X 5,9 მ), ნაგებია ტლანქად დამუშავებული, არაწესიერი ფორმის ქვიშაქვით და შირიმის თლილი კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთით და დასავლეთით. სამხრეთის შესასვლელი შიგნიდან არქიტრავით არის გადახურული, ხოლო გარედან შირიმის კვადრებით ნაწყობი თაღით. ღრმა ნახევარწრიული აფსიდი ფართო მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში 1,2 მეტრის სიმაღლეზე ჩასმულ ფილაზე დაბალი რელიეფური კომპოზიციაა - დანიელი ლომების ხაროში. შენობა დგას ცოკოლზე, რომელიც თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17636