ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (7,4×5,2 მეტრი) ნაგებია ქვიშაქვით, კამარა და კონქი ხისაა. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული. შესასვლელი ორია - სამხრეთით და დასავლეთით (ამოქოლილია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის დანარჩენ კედლებშიც თითო ფართო თაღოვანი სარკმელია. კონქის საყრდენი ხის თაღი მარტივი პროფილის ქვის იმპოსტებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთისა კუთხის კრონშტეინებს. ეკლესიის ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. სამხრეთის ფასადზე შესასვლელი შეღრმავებულ სწორკუთხედშია ჩასმული, ხოლო არქიტრავის თავზე პატარა თაღოვანი შეღრმავებაა. არქიტრავზე გამოსახულია პატარა ჯვარი. კედლები დასრულებულია ქვიშაქვის მარტივპროფილიანი ლავგარდნით. ეკლესიას თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17714