ვაყის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაყის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ჭერათხევის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,9X5,3 ), ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით. ვიწრო არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. მის ორივე მხარეს სწორკუთხა თაღოვანი ნიშებია. თითო სარკმელია დასავლეთით, კარის თავზე, და სამხრეთით. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღი გადადის. კონქი ოდნავ შეისრულია. აღმოსავლეთ ფრონტონზე ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17670