დიდი ხავლეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი ხავლეთის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხავლეთში, მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7X4,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია. ნახევარწრიულ აფსიდში ორი პატარა სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია სარკმლის წირთხლის ფრაგმენტი, ხოლო მიწიდან 1,8 მეტრის სიმაღლეზე - შეკიდული საბჯენი თაღის კრონშტეინი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17681