ხაშურის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაშურის წმინდა მარინეს ეკლესია ეკლესია დგას ქ.ხაშურის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სურამულას მარცხენა სანაპიროზე. აშენებულია XVI-XVII საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (10,4X6 ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. მის ღერძზე აგურისთაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ხუთი სწორკუთხა ნიშია (სამი ჩრდილოეთით და ორი სამხრეთით).

1997 წელს მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძარში აღდგა წირვა-ლოცვა.

ამჟამად ტაძარს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. მას დასავლეთიდან მიაშენეს სამრეკლო, ჩრდილოეთიდან კი სტოა. ტაძარი შემოსილია პერანგით. პერანგის ფილები ტუფის ქვისაა. მოხატულია ტაძრის საკურთხეველი.

2008 წელს ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ ნიკოლოზ აბრამაშვლის ინიციატივით და მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მონასტრის მშენებლობა, რომელიც ამავე წლის სექტემბრის თვეში დასრულდა.

2009 წელს მიუმატეს მონასტერს ორ სართულიანი კომპლექსი. გაკეთდა გალავანი, აშენდა კოშკი, განახლდა ტაძარი, ტაძრის ეზოში აშენდა სასტუმრო კელიები და სასანთლე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7148