ფლევის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფლევის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფლევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ძეგლი დაზიანებულია.

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,9 მ), ნაგებია კირქვის დიდი ზომის თლილი კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა ქვით გადახურული პატარა სარკმელია. მეორე სარკმელი სამხრეთ კედელში აფსიდის მხართან ახლოს იყო გაჭრილი. აფსიდის სარკმლის გვერდებზე თითო ღრმა და სწორკუთხა ნიშია. კამარის საბჯენი თაღი დარბაზის გრძივი კედლების შეკიდულ პილასტრებს ეყრდნობოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]