სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმა (2017)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმა (2017)
2017 İstanbul gece kulübü saldırısı

რეინას ღამის კლუბი, სადაც თავდასხმა მოხდა
მდებარეობა ბეშიქთაში, სტამბოლი,
თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°02′21″ ჩ. გ. 28°59′35″ ა. გ. / 41.03917° ჩ. გ. 28.99306° ა. გ. / 41.03917; 28.99306
სამიზნე სამოქალაქო პირები
თავდასხმის ტიპი
მასობრივი სროლა
იარაღი აკ-47, ხელყუმბარები
დაღუპულები 39 (1 პოლიციელი, 38 სამოქალაქო პირი)
არასასიკვდილო დაზიანებები
70
ორგანიზატორები დაეში
თავდამსხმელები 1

2017 წლის 1 იანვარს, სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონის რეინა-ს ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად, ბოლო ინფორმაციით 39 ადამიანი დაიღუპა.[1] თავდასხმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:15 საათზე (UTC+3), ბეშიქთაშის ორთაქიოის კვარტალში მოხდა, სადაც ასობით ადამიანი ახალი წელს ზეიმობდა. ინციდენტის დროს, მინიმუმ 70 ადამიანი დაშავდა.[2] მომდევნო დღეს, დაეშის მიერ კონტროლირებადმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაეშმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.[3]

ტერაქტამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდასხმა მოხდა იმ პერიოდში, როდესაც ქალაქში მოქმედებს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელსაც 17,000 პოლიციელი უზრუნველყოფს.[4] ამ თავდასმამდე, სტამბოლში, 2016 წლის განმავლობაში რამდენიმე ტერაქტი მოხდა. ბოლო ტერაქტი დეკემბრის თვეში მოხდა, ხოლო პასუხისმგებლობა ტერაქტზე ქურთმა ტერორისტებმა აიღეს. ბოლო დროს, თურქეთში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაეშმა და ქურთმა ბოევიკებმა აიღეს.[5]

ტერაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიარაღებული მამაკაცმა, რომელსაც სავარაუდოდ სანტა-კლაუსის ფორმა ეცვა, ცეცხლი გახსნა დაახლოებით 1:15 საათზე. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო აკ-47-ით და ღამის კლუბში შევიდა პოლიციის ოფიცრის მკვლელობის შემდეგ.[6][7][8] სავარაუდოდ, იგი არაბულად საუბრობდა.[9] ოფიციალური ვერსიით, თავდამსხმელი მხოლოდ ერთი იყო, რომელიც თავდასხმის შემდეგ, თავისი ჩაცმულა შეცვალა და გაიქცა.[10] ამ დროისთვის, თურქეთის ძალოვანი უწყებები, თავდასხმელს ეძებენ.

თავდამსხმელის ღამის კლუბში შეჭრის დროისთვის, იქ დაახლოებით 700 ადამიანი იყო ახალი წლის აღსანიშნავად.[11] მოკლულია მინიმუმ 39 ადამიანი, აქედან 15 უცხოელი და დაშავებულია მინიმუმ 69 ადამიანი.[12] ხალხის გარკვეული რაოდენობა გადახტა ბოსფორის სრუტეში თავდამსხმელისგან გაქცევის მიზნით.[13] პოლიციამ ალყაში მოაქცია ღამის კლუბი, თუმცა დამნაშავის დაკავება ვერ მოახერხა.[14]

სტამბოლის მერის, ვასიფ შაჰინის განცხადებით, ეს იყო ტერაქტი.[15] თურქეთის სპეცსამსახურების ვარაუდით, თავდამსხმელი იყო ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი.[16]

მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსხვერპლი ეროვნების მიხედვით
ქვეყანა დაღუპული დაშავებული სქოლიო
თურქეთის დროშა თურქეთი 10 0 [17]
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 7 9 [18]
ერაყის დროშა ერაყი 4 0 [12]
ლიბანის დროშა ლიბანი 3 7 [19]
იორდანიის დროშა იორდანია 2 4 [20]
მაროკოს დროშა მაროკო 2 3 [18]
ინდოეთის დროშა ინდოეთი 2 0 [21]
ქუვეითის დროშა ქუვეითი 1 5 [22][23]
ლიბიის დროშა ლიბია 1 3 [24]
ისრაელის დროშა ისრაელი 1 1 [25][26]
ბელგიის დროშა ბელგია-თურქეთის დროშა თურქეთი 1 0 [27]
ტუნისის დროშა ტუნისი 1 0 [28]
ტუნისის დროშა ტუნისი-საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1 0 [28]
კანადის დროშა კანადა 1 0 [12]
სირიის დროშა სირია 1 0 [12]
რუსეთის დროშა რუსეთი 1 0 [29]
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 0 3 [30]
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 0 1 [31]
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 0 2 [32]
აშშ-ის დროშა აშშ 0 1 [33]
უცნობი 0 31 [17]
ჯამში 39+ 69+ [17]

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტამბოლში ღამის კლუბზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
  2. İstanbul'daki saldırı sonrası olay yerinden ilk görüntüler
  3. ТУРЦИЯ: ИГИЛ ВЗЯЛА ОТВЕТСТВЕННОСТЬ ЗА НОВОГОДНИЙ ТЕРАКТ
  4. Bilginsoy, Zeynep. 2 reported dead in New Year's attack on Istanbul nightclub. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  5. „Istanbul Reina nightclub attack 'leaves 39 dead'. BBC News. BBC. 1 January 2017. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  6. 35 killed in armed attack at Istanbul nightclub. Anadolu Agency. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
  7. Son Dakika: Ünlü gece kulübüne silahlı saldırı. Hürriyet. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
  8. One attacker still inside Istanbul nightclub: CNN Turk. Reuters. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  9. Gece Kulübü Reina’ya Terör Saldırısı Vali Şahin: 1 Polis Şehit, 35 Sivil Hayatını Kaybetti. sondakika.com. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  10. Shaheen, Kareem (1 January 2017). „Turkey nightclub shooting: Istanbul on alert after armed gunman kills dozens“. The Guardian. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  11. İstanbul'da Reina gece kulübünde silahlı saldırı: 2 ölü, çok sayıda yaralı var. Cumhuriyet. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Istanbul nightclub attack: At least 35 dead after gunmen open fire at New Year's Eve party.
  13. İstanbul'da gece kulübünde silahlı saldırı. Habertürk. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
  14. Graham, Chris. (31 December 2016) Istanbul attack: Gunmen 'dressed as Santa' open fire at nightclub in Turkey. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  15. At least 35 shot dead in Istanbul 'terror attack' (1 January 2017). ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  16. Istanbul attack: Dozens dead at Reina nightclub (1 January 2017). ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  17. 17.0 17.1 17.2 Manhunt underway after 39 killed in Istanbul nightclub terrorist attack (GRAPHIC VIDEOS). ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  18. 18.0 18.1 http://english.alarabiya.net/en/News/middle-east/2017/01/01/Five-Lebanese-injured-in-Turkey-nightclub-attack.html
  19. السبيل دوت نت. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-02. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
  20. خبرني دوت كوم[მკვდარი ბმული]
  21. „Two Indians among those killed in terror attack on Istanbul nightclub“. Hindustan Times. 1 January 2017.
  22. https://english.alarabiya.net/en/News/middle-east/2017/01/01/Five-Lebanese-injured-in-Turkey-nightclub-attack.html
  23. Terror suspect who killed 39 New Year's revelers in Turkey on the run. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  24. Foreigners among victims of Istanbul attack. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  25. Israeli woman hurt in Istanbul club attack; another missing. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  26. Israeli killed in Turkey terror attack. "We told her not to go because of the situation". ישראלית נהרגה בפיגוע בטורקיה. "אמרנו לה לא לנסוע בגלל המצב", Walla!News (in Hebrew), 1 January 2016
  27. Au moins un Belge parmi les 39 morts de l'attaque d'Istanbul (1 January 2017). ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  28. 28.0 28.1 Terrorism takes the lives of two Tunisians in Istanbul. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  29. https://www.rt.com/news/372443-istanbul-club-foreigners-killed/
  30. Attentat d'Istanbul : au moins trois Français blessés, le tireur toujours en fuite. Le Figaro. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  31. Българка е сред пострадалите при атентата в Истанбул - Dnes.bg. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
  32. Two citizens of Azerbaijan injured in Istanbul terrorist attack en. Vestnik Kavkaza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 2 January 2017.
  33. http://www.dailymail.co.uk/wires/ap/article-4079428/The-Latest-Turkey-lowers-number-foreign-fatalities.html
  34. 34.0 34.1 Reina'da terör saldırısına Putin'den taziye mesajı