აბრევიატურა (ენათმეცნიერება)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრევიატურა (იტალ. abbreviatura <= ლათ. brevis — მოკლე) ანდა ქართულად შემოკლება. უწინ, ძველ ხელნაწერებში ადგილის დაზოგვის მიზნით ერთ ერთეულად, შეკვეცილი ფორმით დაწერილი ნებისმიერი რთულშედგენილი, ან სულაც მარტივი სიტყვა, ხოლო მოგვიანებით კი აგრეთვე მთელი სიტყვათა ჯგუფი, სიტყვათშეხამება.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: აბრევიატურა ენაში[რედაქტირება]

ქსე (ტომი I, გვერდი 34 / 1)

) სიტყვების პირობითი შემოკლება წერისას, მაგ., ე.ი. (ესე იგი), ე.წ. (ეგრეთ წოდებული), იხ. (იხილე), და სხვ.;

) რთულშემოკლებული სიტყვა; მიიღება ორი ან რამდენიმე შემოკლებული სიტყვის ან აბრევიატურაში შემავალი სიტყვების პირველ ასოთა შეერთებით. მაგ., ადგილკომი (ადგილობრივი კომიტეტი), ზაჰესი (ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური), ალკკ (ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]