აბსცესი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|აბსცესი}} |
აბსცესი (ლათ. abscessus) – შემოსაზღვრული, ჩირქოვანი, ანთების შედეგად წარმოშობილი, გრანულაციური ქსოვილით ამოფენილი ჩირქით სავსე პათოლოგიური ღრუ.
[რედაქტირება] ეტიოლოგია
აბსცესის მიზეზად სახელდება ჩირქმბადი მიკრობების (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) ქსოვილებში შეჭრა და ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების (სკიპიდარი, ნავთი) მოხვედრა.
[რედაქტირება] დახასიათება
აბსცესი შეიძლება იყოს ზედაპირული, ღრმა, მოუმწიფებელი (ცივი), მომწიფებული (ცხელი), მეტასტაზური, ჩამოწრეტილი და სხვა.
ზედაპირული აბსცესი – იოლად მიმდინარეობს, ადვილად გამოიცნობა, იშვიათად რთულდება, ხშირად გარეთ იხსნება. ღრმა აბსცესი – მძიმედ მიმდინარეობს, ძნელად გამოიცნობა, ხშირად რთულდება. მწვავე აბსცესი – ამ დროს კარგადაა გამოხატული ანთების ნიშნები. დროთა განმავლობაში განიცდის მომწიფებას. ცივი აბსცესი – ქრონიკული მიმდინარეობით ხასიათდება, ნელ–ნელა ხდება მისი მომწიფება. ამდროს ანთების ძირითადი ნიშნები სუსტადაა გამოხატული, ადგილობრივი ტემპერატურის მომატება და ტკივილი უმნიშვნელოა, აბსცესი ფორმდება ჰიპერერგიული რეაქციის ფონზე, ფერხდება გრანულაციური ბარიერის წარმოშობა.
ცივი აბსცესის სახეა ჩამოწრეტილი ფორმა. ის არსებული აბსცესიდან წარმოიშობა სხეულის დაშორებულ უბნებში ჩირქის ჩამოდინებით.
სტატიის