თეთრმუცელა სელაპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრმუცელა სელაპი
9096 - Milano - Museo storia naturale - Diorama - Foca Monaca - Foto Giovanni Dall'Orto 22-Apr-2007.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ქვერიგი: ფარფლფეხიანები
ოჯახი: ნამდვილი სელაპები
სახეობა: თეთრმუცელა სელაპი
ლათინური სახელი
Monachus monachus
დაცვის სტატუსი
Monachus monachus distribution.png

თეთრმუცელა სელაპი (Monachus monachus), ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. გავრცელებულია კანარისა და მადეირის კუნძულების ზონაში, აღმოსავლეთით — ხმელთაშუა ზღვის გავლით შავ ზღვაში, სადაც მხოლოდ (ისიც იშვიათად) ბულგარეთის სანაპიროებთან გვხვდება. თეთრმუცელა სელაპის სხეულის სიგრძე 3-3,8 მ-ს აღწევს. იკვებება თევზებითა და მსხვილი კიბოსნაირებით. მცირერიცხოვნების გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. 1982 წელს გამოცემულ "საქართველოს წითელ წიგნში" შეტანილია როგორც მეტად იშვიათი და მცირერიცხოვანი, გადაშენების გზაზე მდგარი, თუმცა ამჟამად საქართველოს სანაპირო წყლებში იგი უკვე გადაშენებულია და 2006 წელს დამტკიცებულ საქართველოს ”წითელ ნუსხაში” მას მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კატეგორია RE (Regionally Extinct) - გადაშენებული რეგიონულ დონეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 641, თბ., 1979
  • საქართველოს სსრ წითელი წიგნი. 1982, გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო”, თბილისი.
  • საქართველოს ”წითელი ნუსხა”, დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 მაისის #303 ბრძანებულებით.