სანქტ-პელტენი
|
სანქტ-პელტენი
Sankt Pölten
|
სანქტ-პელტენი (გერმ. Sankt Pölten) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის მხარის დედააქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 51 956 ადამიანს შეადგენს. სანქტ-პელტენი საკუთარი სტატუსის ქალაქია და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს მუნიციპალიტეტსა და რაიონს.
ქალაქი მდებარეობს მდინარე ტრაიზენზე, ალპების ჩრდილოეთითა და ვახაუს სამხრეთით.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ქალაქის უძველესი ნაწილი უძველეს რომაულ ქალაქ აელიუმ-სეტიუმის ადგილასაა გაშენებული, რომელიც II-IV საუკუნეებში არსებობდა. 799 წელს მას ტრესიმას ეძახდნენ. 1050 წელს სანქტ-პელტენს პატარა ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1159 წელს კი ქალაქი გახდა. 1494 წალმდე წარმოადგენდა პასაუს ეპარქიის ნაწილს, ამის შემდეგ კი სახელმწიფოს ნაწილი გახდა. 771 წელს დაარსდა ბენედიქტური მონასტერი. 1081 — 1784 წლებში მასპინძლობდა ავგუსტინელთა ორდენს. 1785 წელს, ამ შენობაში გახისნა სანქტ-პელტენის კათედრა. ქვემო ავსტრიის პარლამენტის 1986 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ქალაქმა ვენა ჩაანაცვლა და ქვემო ავსტრიის დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1997 წლიდან, აქ ფუნქციონირებს ამ რეგიონის მთავრობა.
სახელი სანქტ-პელტენი მომდინარეობს ჰიპოლიტუსიდან.
ეკონომიკა [რედაქტირება]
2001 წლის 15 მაისის მონაცემებით, 40 041 ადამიანი მუშაობდა ქალაქის 2 711 კომპანიაში, რომელთანაგ 23 მსხვილი საწარმოა თითოეულში 200-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
ალტუნა, აშშ
ბრნო, ჩეხეთი [1]
კლიში, საფრანგეთი
ბრენცის ჰაიდენხაიმი, გერმანია
კურასიკი, იაპონია
ნირედჰაზა, უნგრეთი
უხანი, ჩინეთი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Brno - Partnerská města (Czech). © 2006-2009 City of Brno. წაკითხვის თარიღი: 2009-07-17.