კომედი არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომედი არხი
ახალი არხი (ყოფილი)
ქვეყანა საქართველო
მისამართი თბილისი, სანდრო ეულის ქ. 5ა
მაუწყებლობის ზონა საქართველო
დაფუძნდა 1 დეკემბერი, 2012
დამფუძნებელი კომედი გრუპი
მფლობელი რუსთავი 2

კომედი არხიქართული იუმორისტული სატელევიზიო არხი. დაარსდა 2012 წლის 1 დეკემბერს. არხი დააფუძნა სატელევიზიო კომპანია რუსთავი 2-მა, რომელიც დღემდე კომედი არხის მფლობელია. თავდაპირველად არხი დაარსდა 2011 წლის მარტში ახალი არხის სახელწოდებით, თუმცა მოგვიანებით 2012 წლის 1 დეკემბრიდან რეკონსტრუქციის შემდეგ არხი განახლდა, არხს შეეცვალა სახელიც და ფორმატიც. 2018 წელს არხი დაიხურა, მაგრამ 2019 წლის 6 მაისს მაუწყებლობა განაახლა.[1]

გადაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკა არაბიძის ანეკდოტები
  • 1ბექაბაიტი — გასართობი გადაცემა, რომელიც ეთერში იყო ყოველ ორშაბათს 20:30 წუთზე
  • Comedy Kids — საბავშვო გადაცემა, რომელშიც ძირითადად მონაწილეობდნენ 6-14 წლის ასაკის ბავშვები. ეს ტელეპროექტი ეთერში იყო ყოველ შაბათ-კვირას.
  • სიცილის ზონა
  • პური ჭამა
  • STAND UP SHOW
  • მახე
  • ქალთა სახეები
  • Sparring შოუ
  • სიცილი.ჯი
  • Comedy შოუ
  • გააცინე და მოიგე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კომედი არხი“ 6 მაისიდან მაუწყებლობას განაახლებს. intermedia.ge (4 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2019.