მზე (ტელეკომპანია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „მზე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მზე (მრავალმნიშვნელოვანი).

მზე
შპს “ტელეკომპანია მზე”

მზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მაუწყებლობის ზონა საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი
მაუწყებლობის არხი UHF 45
დაფუძნდა 2003
ხელმძღვანელები ზაზა თანანაშვილი
(გენერალური დირექტორი)
www.mze.ge

მზე TV — ქართული სატელევიზიო არხი, რომელიც 2003 წელს ქართველმა მილიონერმა და 1999 -2007 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრმა ვანო ჩხარტიშვილმა დააარსა. [1]

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში 2001 -2003 წლებში ჩხარტიშვილს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა. [2]

2004 წლისთვის "მზე" უკვე იყო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, მრავალფეროვანი მაუწყებლობით და პოპულარული პოლიტიკური თოქშოუებით. თუმცა, რამდენიმე წელიწადში ჩხარტიშვილმა გაყიდა მთელი თავისი წილი ტელევიზიაში, რამაც ოპოზიციური პოლიტიკოსების დაეჭვება გამოიწვია. ისინი ფიქრობდნენ, რომ "მზე" საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ცოტა ხანში "მზე" მეორე წამყვანი ტელევიზიის "რუსთავი 2- ის" მფლობელობაში გადავიდა და მაუწყებლობა მხოლოდ გასართობ ფორმატში განაგრძო. არხზე შეწყდა ყველა საინფორმაციო გამოშვება.[3]

ტელეკომპანია "მზის" აქციების გადაცემა[რედაქტირება]

2004 წლის ივლისში ვანო ჩხარტიშვილმა „მზის“ აქციები საქართველოს პარლამენტის წევრ და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს დავით ბეჟუაშვილს მიჰყიდა, იმ მიზეზით, რომ ჩხარტიშვილი სააკაშვილის მთავრობისთვის სასურველი პირი აღარ იყო და მას სურდა, თავიდან აეცილებინა დაპატიმრება ფინანსური დარღვევების ბრალდებით.[4] 2006 წლის იანვარში "რუსთავი 2- მა", რომელიც იმ დროისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის დაახლოებული პირის მფლობელობაში იყო, "მზის" აქციების 78 პროცენტი შეიძინა, დანარჩენ 22 პროცენტს ისევ ბეჟუაშვილი ფლობდა. "მზე" გასართობი არხი გახდა. [5]

პოლიტიკური გადაცემების მაუწყებლობის შეწყვეტა[რედაქტირება]

ტელეკომპანიის სამაუწყებლო დამოუკიდებლობაში ჩარევა 2004 წლიდან დაიწყო. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა "მზეზე" და "რუსთავი 2- ზე" პოლიტიკური თოქშოუების ერთდროულად დახურვის გამო განგაში ატეხეს. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ამ ფაქტებთან ხელისუფლების კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ტელევიზიებმა ეს გადაცემები ახალი პროექტების დაწყების მიზნით დახურეს.[6]

2005 წელს გადაცემა "არჩევანის ზღვარზეს" სტუდიაში მიწვეულმა ექსპერტმა საეჭვოდ მიიჩნია საქართველოს პრემიერ მინისტრის დაღუპვის ოფიციალური ვერსია, რის შემდეგაც, გადაცემა დროებით შეაჩერეს.[7][8]

2005 წლის 6 ივლისს "არჩევანის ზღვარზეს" წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, რომ 8 ივლისს მისი ბოლო გადაცემა გავიდოდა ეთერში. გადაცემის დახურვა მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი სპიკერის აქტიურობას, რომელმაც ჟურნალისტები გააკრიტიკა თბილისის ცენტრში სამოქალაქო არეულობის პირდაპირი ეთერით გაშუქების გამო.

ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების კომენტარები ტელეკომპანია "მზის" შესახებ[რედაქტირება]

2004 წლის 3 მაისს "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ" შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მედიის შეზღუდვის გამო. ხელისუფლებისათვის მიწერილ ღია წერილში მოხსენიებულია ტელეკომპანია "მზეში" და "იმედში" პოლიტიკური თოქშოუების დახურვის შესახებ.[9]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში, ნათქვამია, რომ ქართული მედია ზეწოლის ქვეშ არის. აღნიშნულია, რომ დაიხურა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი გადაცემა "არჩევანის ზღვარზე" . ანგარიშის მიხედვით, თოქშოუს გაუქმება სტუდიაში პარლამენტარის სტუმრობას მოჰყვა, რომელმაც წამყვანი გააკრიტიკა. ხელისუფლება გადაცემის დახურვასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.[10]

2005 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ბრიტანული ჯგუფის განცხადებით, ტელეკომპანია "მზეს" აუკრძალეს სამხრეთ ოსეთში დაღუპული მეომრების დაკრძალვის გაშუქება, ასევე, ცენზურა განხორციელდა პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გაშუქების დროსაც.[11]

2007 წლის ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიებს "რუსთავი 2-ს" და "მზეს" ხელისუფლების ჩინოვნიკები მართავენ, და ისინი მოვლენებს მთავრობის ინტერესების გათვალისწინებით აშუქებენ.[12]

გადაცემა "არჩევანის ზღვარზეს" დახურვის ფაქტი "თავისუფლების სახლის" 2006 წლის პრესის თავისუფლების ანგარიშშიც მოხვდა.[13]

იმავე ორგანიზაციის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, 2007 წელს ტელეკომპანია "იმედის" დახურვის შემდეგ მთავრობამ კონტროლი დაამყარა ქვეყანაში ყველა ტელეკომპანიაზე, რის შემდეგაც ტელეკომპანიებში "რუსთავი 2", " მზე" და "იმედი" მკვეთრი პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა დამკვიდრდა.[14]

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში საქართველოს მედიის მდგომარეობის შესახებ 2003-2007 წლებში სათაურით ,,პუტინიზაცია საქართველოში - მედია "ვარდების რევოლუციის" შემდეგ“. ანგარიშში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია მზის რეორგანიზაცია, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ მათ პირდაპირ ეთერში გააშუქეს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა.[15]

ტელეკომპანია "მზის" დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი პოლიტიკური დევნის მოტივით ემიგრირებულია დიდ ბრიტანეთში. მან დააარსა ახალი ტელეკომპანია "მზერა" და მის მიერვე ინიცირებულია ტელეკომპანია "მზის" დაბრუნების კამპანია.

სქოლიო[რედაქტირება]