გურჯაანი (ტელეკომპანია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tvgurjaani.png

ტელეკომპანია „გურჯაანი“ — რეგიონული ტელევიზია კახეთში მხარის ქალაქ გურჯაანში. მაუწყებლობს მე-11 არხის მეტრული დიაპაზონზე.

ისტორია[რედაქტირება]

მაუწყებლობს 1993 წლიდან და მისი პოტენციური აუდიტორია შეადგენს 175 000 კაცს. ტელეკომპანია კერძო დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციაა, რომელიც აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამჟამად ტელეკომპანიაში მუშაობს 30 თანამშრომელი, გააჩნია ახალი რადიო-სატელევიზიო აპარატურა, სამონტაჟო კაბინეტები და საეთერო სტუდია.

მაუწყებლობა[რედაქტირება]

ტელეკომპანია გურჯაანი-ს მაუწყებლობა ყოველდღიურად იწყება დილის 8 საათზე და მთავრდება ღამის 1 საათზე. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური კახეთის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ ტელემაყურებელს დღეში სამჯერ აწვდის ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება პირდაპირი ჩართვები მოვლენების ეპიცენტრიდან.

სატელევიზიო ბადე ასევე შევსებულია საინფორმაციო-ანალიტიკური საავტორო გადაცემებით, გასართობი პროგრამებით, მხატვრული ფილმებითა და სარეკლამო რგოლებით.

ტელეკომპანიის პარტნიორები არიან, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო დონორები: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), (OSGF), (BST) The Black Sea Trust for Regional Cooperation; A Project of the German Marshal Fund და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EURASIA PARTNERSHIP FOUNDATION) რომელთა დახმარებით განხორციელებულმა პროექტებმაც ტელეკომპანიას მოუპოვა მაყურებელთა ნდობის მაღალი რეიტინგი. ტელეკომპანია „გურჯაანის“ საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები ორიენტირებულია ადგილობრივი პრობლემების ანალიზზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]