ჟენევის პირველი კონვენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟენევის პირველი კონვენცია

ჟენევის პირველი კონვენცია „ბრძოლის ველზე ავადმყოფთა და დაშავებულთა მოვლის შესახებ“
მიზანი
დეტალები
შექმნის თარიღი 1864
გამოქვეყნების თარიღი 12 აგვისტო, 1949
ადგილი ჟენევა
შენახვის ადგილი ჟენევა, შვეიცარიის დროშა შვეიცარიაშვეიცარია
ავტორი შვეიცარია

ჟენევის პირველი კონვენცია — კონვენცია, რომელიც მიღებულია ბრძოლის ველზე დაჭრილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გაიმართა 1864 წლის 22 აგვისტოს, და იყო პირველი იმ ოთხი შეხვედრიდან, რომლებსაც ერთად ჟენევის კონვენციები უწოდეს. იგი განსაზღვრავს „იმ საფუძველს, რომელზეც დევს საერთაშორისო სამართლის წესები შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დასაცავად.“ [1] მას შემდეგ, რაც პირველი ხელშეკრულება მიიღეს 1864 წელს, იგი მნიშვნელოვნად გადაიხედა და შეიცვალა 1906, 1929 და ბოლოს 1949 წელს. ამ კონვენციის შექმნა განუყოფლად არის დაკავშირებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, რომელიც წარმოადგენს ამ კონვენციებში სტატიების შექმნის და აღსრულების აღმძვრელ ძირითად საშუალებას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრი დიუნანი

1864 წლის ჟენევის კონვენციის ინსტიტუციონალიზაცია ევროპული პოლიტიკური და სამხედრო ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდში მოხდა. სხვაგან, მაგალითად აშშ-ში ამერიკის სამოქალაქო ომი მძვინვარებდა 1861 წლიდან, რომელიც საბოლოოდ შეიწირავდა 750,000–900,000 ადამიანის სიცოცხლეს. ნაპოლეონ I-ის 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლაში დაცემას და მისი ძმისწულის 1859 წლის იტალიის კამპანიაში აღზევებას შორის, ძალებმა შეინარჩუნეს მშვიდობა დასავლეთ ევროპაში. [2] მიუხედავად ამისა, 1853–1856 წლების ყირიმში მომხდარი კონფლიქტით, ომიანობა ევროპაში დაბრუნდა და სანამ ეს პრობლემები „შორეულ და მიუწვდომელ რეგიონში იყო“, ჩრდილოეთ იტალია „იმდენად ხელმისაწვდომი იყო დასავლეთ ევროპის ყველა მხრიდან, რომ იგი მაშინვე ცნობისმოყვარე დამკვირვებლების ინტერესის სფერო გახდა;” მიუხედავად იმისა, რომ სისხლისღვრა არ იყო ზედმეტად მრავალრიცხოვანი, მისი ამდენი ხნის შემდეგ ხილვა უცხო და შოკისმომგვრელი გახდა. [2] მიუხედავად ომის შემცირების და მისი გამანადგურებელი ეფექტის გაუმჯობესების განზრახვისა, 1864 წლის ჟენევის კონვენციის დაარსებამ დაიწყო „სამხედრო საქმიანობის განახლება ფართო მასშტაბით, რომელსაც დასავლეთ ევროპის ხალხი… არ იყო მიჩვეული პ ნაპოლეონ პირველი გარდაცვალების შემდეგ”. [2]

მოძრაობა საერთაშორისო კანონმდებლობისთვის, რომელიც არეგულირებს დაჭრილებსა და სამხედრო ტყვეების მკურნალობას და ზრუნვას, მაშინ დაიწყო, როდესაც სახალხო აქტივისტი ჰენრი დიუნანი შეესწრო სოლფერინოს ბრძოლას 1859 წელს, რომელიც მოხდა ჩრდილოეთ იტალიაში ფრანგ-პიემონტისა და ავსტრიის არმიებს შორის. [2] ომის შემდგომ სასიკვდილოდ განწირული 40 000 დაშავებული ჯარისკაცი მოედანზე დარჩა, სამედიცინო ობიექტების, პერსონალის და სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო. ამ მოვლენის შემსწრე დიუნანმა მაშინვე მოქმედება დაიწყო. ჟენევაში დაბრუნებისთანავე დიუნანმა გამოაქვეყნა თავისი ანგარიში Un Souvenir de Solferino. [3] მან მოუწოდა სახელმწიფოებს საერთაშორისო კონფერენციის მოწვევისკენ და მალევე დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 1863 წელს. [4]

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში (წჯსკ), მიუხედავად იმისა, რომ აცხადებდნენ: „საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა“, იცოდნენ, რომ საჭირო იქნებოდა „მოხალისეობრივი სააგენტოების ჩამოყალიბება, რათა მოხალისეები დაეხმარონ ყველა სახელმწიფოს მოქალაქეს“. [5] იმის გასაგებად, მიიღებდნენ თუ არა ღიად სხვა სახელმწიფოები ამ კომიტეტის მისიას, საჭირო იყო წესების კრებული. ეს ასევე დაეხმარებოდა წითელ ჯვარს ეკონტროლებინა საკუთარი და მასში შემავალი ნაწილების აქტივობები.

მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, შვეიცარიის მთავრობამ მოიწვია ევროპის ყველა ქვეყნის მთავრობა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია და მექსიკა, რათა დასწრებოდნენ ოფიციალურ დიპლომატიურ კონფერენციას. თექვსმეტმა ქვეყანამ მთლიანობაში ოცდაექვსი დელეგატი გაგზავნა ჟენევაში. შეხვედრას ხელმძღვანელობდა გენერალი გილემ ანრი დეფიური. 1864 წლის 22 აგვისტოს ხელმოწერილი ჟენევის სასტუმრო დე ვილში (მერია), ალჰამბრას ოთახში, კონფერენციამ მიიღო ჟენევის პირველი კონვენცია „არმიაში დაჭრილთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“. 12 სახელმწიფოსა და სამეფოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კონვენციას: [6]

შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერა დეკემბერში.

კონვენციამ „თავისი ძალა მოიპოვა იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც მიიღეს, დაადასტურეს იგი თავისი ხელმოწერით და გამოიყენეს თავიანთ სამხედრო ოპერაციებში.“ მისი ძირითადი მანდატების მიუხედავად, რომლებიც ქვემოთ არის ქვემოთ ჩამოთვლილი, კონვენცია წარმატებული იყო მნიშვნელოვანი და სწრაფი რეფორმების განხორციელებაში. ამ პირველმა მცდელობამ მხოლოდ უზრუნველყო:[7]

1. დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცთა სამკურნალოდ განკუთვნილი ნებისმიერი დაწესებულების იმუნიტეტი დაკავების ან განადგურებისგან, 2. ყველა მებრძოლის მიუკერძოებელი მიღება და მკურნალობა, 3. დაზარალებულთა დამხმარე მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა, და 4. წითელი ჯვრის სიმბოლოს, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირთა და მათი აღჭურვილობის იდენტიფიცირების საშუალება.

კონვენციაში გარკვეული ტერმინებისა და ცნებების მნიშვნელოვანი ორაზროვნების გამო და უფრო მეტიც, ომის და სამხედრო ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებადი ბუნების გამო, ორიგინალური სტატიების გადახედვა და გაფართოება მოხდა, უმეტესწილად ჟენევის მეორე კონფერენციაზე 1906 წელს და 1899 და 1907 წლების ჰააგის კონვენციებში, რომლებშიც ძირითადად საზღვაო ომის წესებზე იყო საუბარი. [8] 1906 წლის ვერსია განახლდა და შეიცვალა 1929 წლის ვერსიით, როდესაც მასზე მცირედი ცვლილებები განხორციელდა. იგი კვლავ განახლდა და შეიცვალა 1949 წლის ვერსიით, უფრო ცნობილია როგორც ჟენევის კონფერენციის საბოლოო აქტი, 1949. [9] ამასთან, როგორც 1951 წელს აღნიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დირექტორმა ჟან პიკეტმა, „კანონი, თუმცა, ყოველთვის ჩამორჩება ქველმოქმედებას; ის ჯდება ცხოვრების რეალობასა და კაცობრიობის საჭიროებებთან შესაბამისობაში“. ეს წითელი ჯვრის მოვალეობაა „დაეხმაროს კანონის მასშტაბების გაფართოებას, იმ ვარაუდით, რომ... კანონი შეინარჩუნებს თავის მნიშვნელობას“, პრინციპულად, ჟენევის ორიგინალური კონვენციის ძირითადი პრინციპების გადახედვითა და გაფართოებით. [1]

დებულებების შეჯამება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1864 წლის ხელშეკრულების ათი თავდაპირველი სტატია გაფართოვდა მიმდინარე 64 სტატიამდე.[10] ეს გრძელი ხელშეკრულება იცავს ჯარისკაცებს, რომლებიც არიან hors de combat (ავადმყოფობის ან ტრავმის გამო ბრძოლადან გამოთიშულები), აგრეთვე სამედიცინო და რელიგიურ პერსონალს და ბრძოლის ზონაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს. მის მთავარ დებულებებს შორის:

1. XII მანდატში წერია, რომ დაშავებულ ან დაავადმყოფებულ ჯარისკაცებს, რომლებიც გამოეთიშნენ ბრძოლას, უნდა მოექცნენ ჰუმარუნად, კერძოდ, არ უნდა მოკლან, დააშავონ, აწამონ ან მასზე ბიოლოგიური ექსპერიმენტები ჩაატარონ. ეს სტატია არის მთელი კონვენციის გასაღები და წარმოაჩენს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც შეთანხმებაა აგებული, მათ შორის არის სამედიცინო ჯგუფების და შენობების პატივისცემის ვალდებულება (III ნაწილი), პერსონალი, რომელიც უვლის დაშავებულებს (IV ნაწილი), შენობები და რესურსები (V ნაწილი), სამედიცინო ტრანსპორტი (VI ნაწილი) და დამცველობითი ნიშანი (VII თავი). 2. XV სტატიაში ნახსენებია, რომ დაშავებული და ავადმყოფი ჯარისკაცები უნდა შეკრიბონ, მოუარონ, დაიცვან, თუნდაც ომში ტყვეებად ჩავარდნენ. 3. XVI სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ორივე მებრძოლმა მხარემ უნდა ჩაინიშნოს დაღუპულთა ან დაშავებულთა იდენტობა და გადასცეს საპირისპირო მხარეს. 4. IX სტატია წითელ ჯვარს ან სხვა რომელიმე ჰუმანიტარულ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს დაიცვას დაშავებული ან ავადმყოფი ჯარისკაცი, ასევე სამედიცინო ან რელიგიური პერსონალი.

დღესდღეობით 196 სახელმწიფო აწერს ხელს 1949 წლის ჟენევის კონვენციის პირობებს (როგორც პირველს, ისე დანარჩენ სამ კონვენციას).[11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chandler P. Anderson, "International Red Cross Organization", The American Journal of International Law, 1920
  • Richard Baxter, "Human Rights in War", Bulletin of the American Academy of Arts and Sciences, 1977
  • George B. Davis, "The Geneva Convention", The American Journal of International Law, 1907
  • Jean S. Pictet, "The New Geneva Conventions for the Protection of War Victims", The American Journal of International Law, 1951
  • Francis Lieber, "INSTRUCTIONS FOR THE GOVERNMENT OF ARMIES OF THE UNITED STATES IN THE FIELD", Lincoln General Orders, 24 April 1863.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Pictet, Jean S. (1951), "The New Geneva Conventions for the Protection of War Victims", The American Journal of International Law 45 (3): 462–475,
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Davis, George B. (1907), "The Geneva Convention of 1906", The American Journal of International Law 1 (2): 400+,
  3. Baxter, Richard (1977), "Human Rights in War", Bulletin of the American Academy of Arts and Sciences 31 (2): 5,
  4. See Dunant, Henri (1862), Un Souvenir de Solferino (1 რედ.), Geneve: Jules Fick, https://archive.org/stream/unsouvenirdesol00dunagoog#page/n7/mode/2up
  5. Anderson, Chandler P. (1920), "The International Red Cross Organization", The American Journal of International Law 14 (1): 210–214,
  6. Convention for the Amelioration of the Condition of the Wounded in Armies in the Field. Geneva, 22 August 1864. International Committee of the Red Cross ICRC. ციტირების თარიღი: 11 June 2017.
  7. Encyclopædia Britannica, s.v. "Geneva Conventions", http://search.eb.com/ (accessed 10 March 2009).
  8. Encyclopædia Britannica, "Geneva Conventions".
  9. Final Act of the Diplomatic Conference of Geneva, 12 August 1949. International Committee of the Red Cross ICRC. ციტირების თარიღი: 11 June 2017.
  10. Convention for the Amelioration of the Condition of the Wounded in Armies in the Field. Geneva, 22 August 1864. International Committee of the Red Cross ICRC. ციტირების თარიღი: 11 June 2017.
  11. States party to the main treaties. The American National Red Cross. ციტირების თარიღი: 5 December 2009.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]