პანტანალის ნაკრძალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანტანალის ნაკრძალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Pantanal.jpg
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ბოლივიის დროშა ბოლივია
პარაგვაის დროშა პარაგვაი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 999
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
Pantanal 55.76W 15.40S.jpg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 999
რუს.ინგლ.ფრ.

პანტანალინაკრძალი ბრაზილიაში, მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში, ასევე ვრცელდება ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც. იგი წარმოადგენს ნესტიან ტერიტორიას და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. მისი ფართობი მერყეობს 140 000 კმ²-სა და 195 000 კმ²-ს შორის. აქ არსებობს ცვალებადი სუბ-რეგიონული ეკოსისტემა, თითოეული დამახასიათებელია თავის ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. მათ შორის 12 ეკოსისტემა ბრაზილიის მხარის მიერ უკვე განსაზღვრულია.

პანტანალის ტბორების 80% წყლით წვიმიანი სეზონისას ივსება. ამ ტბებში იზრდება განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე.

უდავოა, რომ პანტანალის ნაკრძალი ვერ შეედრება მის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონის წვიმიან ტყეებს, მაგრამ მათი ეკოსისტემები ერთნაირად ძვირფასია.

პანტანალის ეკოსისტემაში ბინადრობს 1000 სახეობის ფრინველი, 400 სახეობის თევზი, 300 სახეობის ძუძუმწოვარი, 480 სახეობის რეპტილია და 9000-მდე სახეობის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი. ეს ნაკრძალი ასევე სამშობლოა 3 500 სახეობის მცენარისა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: