დევონური სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევონური სისტემა (პერიოდი), პალეოზოური ჯგუფის რიგით მეოთხე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეოთხე პერიოდი). მოსდევს სილურულ სისტემას და წინ უსწრებს კარბონულ სისტემას. იზოტოპური მეთოდით განსაზღვრული დევონური სისტემის ქანების წარმოქმნის დროის მონაკვეთი თავსდება 410-იდან 350-მდე მლნ. წლებს შორის.

დევონური სისტემა იყოფა სამ სექციად (ეპოქად) და შვიდ სართულად (საუკუნედ). ქვედა სამი სართულის არსებობა და დევონური სისტემის ქვედა სექციების საზღვრები დღესაც საკამათოა. დევონური პერიოდის დასაწყისისთვის დედამიწის ზედაპირზე მნიშვნელოვანი პალეოგრაფიული ცვლილებები მოხდა. გეოსინკლების ადგილზე ჩამოყალიბდა მთათა სისტემები (კალედონური დანაოჭება), ამიტომ ადრინდელი დევონურს გეოკრიტიულ პერიოდად მიიჩნევენ. შუა და გვიანდელ დევონურში მიმდინარეობდა დაძირვა, დაიწყო ზღვის ტრანსგრესიები (თალასოკრატიული პერიოდები). დევონური პერიოდის განმავლობაში აღინიშნებოდა ძლიერი მაგმური (განსაკუთრებით ეფუზიური) აქტივობა. ზღვისა და ხმელეთის პალეოგეოგრაფიული შეცვლის შედეგად შეიცვალა ჰავა და ორგანული სამყარო: დაიწყო გრაფტოლითებისა და ცისტოიდების გადაშენება, მომრავლდა ბრაქიოპოდები, ჯავშნიანი თევზები და გიგანტური კიბოსნაირები; გაჩნდნენ და განვითარედნენ გონიატიტები და კლიმენიები. გახშირდა მცენარეული სამყარო, გაჩნდა პირველი გვიმრები და შიშველთესლიანები. დევონური პერიოდში გამოიყოფა ორი მკვეთრად გამოხატული პალეოზოოგეოგრაფიული ოლქი - ატლანტიკური და წყნაროკეანური.

დევონური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა[რედაქტირება]

სისტემა (პერიოდი) სექცია (ეპოქა) სართული (საუკუნე) ≈ ასაკი (მლნ. წ. წ.)
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ახალგაზრდა
დევონური
სისტემა
ზედადევონური ფამენური 359,2–374,5
ფრანული 374,5–385,3
შუადევონური ჟივეტური 385,3–391,8
ეიფელური 391,8–397,5
ქვედადევონური ემსური 397,5–407
პრაღული 407–411,2
ლოხკოვური 411,2–416
წინა წინა წინა უფრო ძველი

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
  • Жинью М., Стратиграфическая геология, пер. с франц., М., 1952;
  • ქსე, ტ. 3, გვ.436, თბ., 1978