არქეოციათები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Archaeocyatha.jpg

არქეოციათები (Archaeocyatha), ამომწყდარი უხერხემლო ცხოველების ტიპი. ცხოვრობდნენ ადრეული კემბრიული პერიოდის ზღვებში (100 მ სიღრმემდე). ჰქონდათ კირქვისაგან შემდგარი, ჩვეულებრივ, ფიალისებრი ან ყანწისებრი ფორებიანი ჩონჩხი. მათი საშუალო სიგრძე 5 - 10 სმ-ს, ზოგჯერ 1 მ-ს აღწევდა, დიამეტრი 1,5 - 3, იშვიატად 50 სმ-ს. ცხოველი ზღვის ფსკერს კონუსის ფუძით ემაგრებოდა. ჩვეულებრივ ცალადი ფორმები იყვნენ, იშვიათად კოლონიური. ცნობილია 1000-ზე მეტი სახეობა, რომლებიც დედამიწის სულ სხვადასხვა მხარეშია ნაპოვნი. არქეოციათები ქვედა კემბრიული ნალექების სახელმძღვანელო ნამარხებია.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

http://www.infosyslab.fr/archaeocyatha/index.html

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 599, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე